მსოფლიო

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნიკა გვარამია, ის პოლიტიკურ პატიმრად არის აღიარებული Amnesty International-ის მიერ – ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი

ჩვენ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნიკა გვარამიაც. ის არის ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და სატელევიზიო წამყვანი. ის ადრე იუსტიციისა და განათლების მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. გასულ წელს, მაისში, მას ბრალი დასდეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელის თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის პოლიტიკურ პატიმრად არის აღიარებული Amnesty International-ის მიერ. ასე რომ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს არცერთი პოლიტიკური პატიმარი, – განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, დებატები გაიმართა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close