სხვადასხვა

არ უშველა სტალინთან ფიზიკურმა მსგავსებამ. რა თქმა უნდა – დახვრიტეს!

ზურა დათუაშვილი:

1921 წლის თებერვალ-მარტის ომში რუსეთის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ქვეითებთან, კავალერიასთან, ჰაეროპლანებთან და ტანკებთან ერთად, ხუთი ჯავშნიანი მატარებელიც მონაწილეობდა. მათგან მეწინავეს, რომლის საბორტე ნომერი იყო 7, ქართველი ბოლშევიკი, ახალციხელი სიმონ ხმალაძე მეთაურობდა. მატარებლის ეკიპაჟი განსაკუთრებით წარმატებულად მოქმედებდა, იმდენად წარმატებულად, რომ მისი მეთაური წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს… სამშობლოს დაპყრობისთვის წარმოებულ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის.

გასაბჭოების შემდეგ ს. ხმალაძე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა მანამ, სანამ 1937 წელს არ დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის, ძარცვისა და მკვლელობის ბრალდებით.

არ უშველა სტალინთან ფიზიკურმა მსგავსებამ. რა თქმა უნდა – დახვრიტეს!

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close