პოლიტიკა

არ მინახავს, თორემ სალამს, რა თქმა უნდა, ვეტყოდი – მელია ხაბეიშვილის შესახებ

გულახდილად გეუბნებით, ხაბეიშვილი გუშინდელ აქციაზე ფიზიკურად არ მინახავს, თორემ სალამს, რა თქმა უნდა, ვეტყოდი – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “ტვპირველის” ეთერში განაცხადა.

“გულახდილად გეუბნებით, ვერ შევნიშნე, ფიზიკურად არ მინახავს, თორემ სალამს, რა თქმა უნდა, ვეტყოდი. ის პერიოდია, როდესაც უფრო მეტად უნდა ვესაუბრებოდეთ სხვებს და მოვა დრო, როდესაც ერთმანეთს გავესაუბრებით. თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, დღევანდელი დღეც ნათლად ადასტურებს “ნაციონალური მოძრაობის” უმრავლესობა მხარდამჭერისა და ამომრჩევლის პოზიციას, იმ უადგილობას, რასაც ადგილი აქვს დღეს, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ეს მდგომარეობა არის, და ამ დროს ჩვენ გავმართეთ შიგნით პროცესი, რომელიც გინდა არ გინდა იწვევს ორ, ან სამ ნაწილად პარტიის მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების დაყოფას, რომლებიც აუცილებლად მომავალში  შეჯგუფდებიან, ნაცვლად იმისა, რომ დღეს ვყოფილიყავით კონსოლიდირებულები ერთი მიზნისკენ”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისათვის, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე – „თავისუფლება მიშას“, ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატები ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს არ მიესალმნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close