საზოგადოება

ეკა ხერხეულიძე მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია, რასაც ძალიან აფასებს მიშა და გულახდილად ვიტყვი, კეთილი შურით მშურს – ხაჭაპურიძე

„ბატონ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტმა დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია, არადა საკითხი მარტივია, იგი შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა დედამისს ქალბატონ გიული ალასანიას და რადგან თვითონ მას არ შეუძლია, სთხოვა ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა მის ფეისბუქ გვერდზე, რაც დედამ გააკეთა კიდეც. გაუგებარი მიზეზებით რაღაც ჯგუფმა ამ პოსტის შექმნა გამოქვეყნებაში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დაადანაშაულა რაც, რბილად რომ ვთქვა, არაეთიკური და საქმეში ჩაუხედაობაა. ამ პოსტთან ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და მეორეც ეს ადამიანი მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია, რასაც ყოველდღე ვხედავ, რასაც ძალიან აფასებს მიშა და გულახდილად ვიტყვი კეთილი შურით მშურს. იშვიათია სიძულვილით სავსე ამ სამყაროში ასეთი უანგარო მეგობრობა! ჩემი პატივისცემა ქალბატონ ეკას“, – წერს შალვა ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ მას მისი სავარაუდო მოწამვლის შესახებ ადვოკატებისთვის არასდროს უთქვამს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close