საზოგადოება

არ მაინტერესებს არანაირი პოლიტიკა, სიცოცხლე უნდა გადარჩეს და რაც შეიძლება ბევრი – ლევან რატიანი

„საბედნიეროდ, არ მაქვს არანაირი ჩემი აზრი პოლიტიკის შესახებ. იმიტომ რომ ექიმი ვარ პირველ რიგში და არ მაინტერესებს არანაირი პოლიტიკა. ერთი რამ ვიცი ცხოვრებაში, რომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს და რაც შეიძლება ბევრი. იმიტომ რომ ამ ქვეყნის შვილებს როგორც მე, თქვენ არაფერი დაუშავებია, რომ სიცოცხლის გაგრძელების უფლება არ გვქონდეს.

ყველაფერს აქვს თავისი რესურსი, მითუმეტეს სამედიცინო სფეროს. რესურსი ყოველთვის ამოწურვადია. ინფექციის გავრცელების წყვეტა რომ მოხდეს, ისევ უნდა დაიწყოს მკაცრი შეზღუდვა, რადგან ამას ვერ გაუძლებს სამედიცინო საზოგადოება“ –  საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი. “დღის ამბები”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close