პოლიტიკა

არ ვფიქრობ, რომ გუშინდელი ქმედება, თუნდაც ოპოზიციის ლიდერისგან, იყო სწორი – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოიეხმაურა. ვაშაძის თქმით, ის, რაც ევროკავშირის ოფისთან მოხდა, ძალიან მძიმე და უმსგავსი ქმედებაა.

„ევროკავშირის ოფისთან რაც მოხდა, ნამდვილად არის ძალიან მძიმე და უმსგავსი ქმედებები. მათ შორის, ნამდვილად არასწორია, როცა შენს აქტივისტებს მიიყვან და გინდა, დაძაბო კიდევ სიტუაცია. გულწრფელად გეტყვით, რომ პირადად მე, ნამდვილად არ მგონია, რომ სწორია თუნდაც ოპოზიციის ლიდერისგან ქმედება, რომელიც იყო გუშინ, ნამდვილად არ მივესალმები ასეთ ქმედებას პოლიტიკაში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მძიმეა გარემო ზოგადად საარჩევნო თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე, მშვიდად და წყნარად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, ვისაც ძალადობისკენ ახალისებენ საკუთარი პოლიტიკური ლიდერები, „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, რომ შევიკავოთ თავი ძალადობისგან და მშვიდად და წყნარად ჩავატაროთ არჩევნები. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close