საზოგადოება

არც ერთი და­ინ­დო ვირუს­მა – ერთი ოჯახის დიდი ტრაგედია

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე არა­ერ­თია ისე­თი შემ­თხვე­ვა, როცა კო­რო­ნა­ვირუს­მა ერთი ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევ­რი იმ­სხვერ­პლა. ახ­ლაც ერთ-ერთ მსგავს ტრა­გი­კულ ამ­ბავ­ზე გიყ­ვე­ბით. ვირუს­მა ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი შე­ი­წი­რა. “ბევ­რი იბ­რძო­ლა პა­ტი­კომ, ძა­ლი­ან ბევ­რი და მა­ინც ვერ გა­უძ­ლო, ვერ მო­ე­რია. არც ერთი არ და­ინ­დო ვირუს­მა. არც მარ­გო ბებო, არც და­რე­ჯა­ნი, არც პა­ტი­კო“ – წერს სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა “ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მა­რი­კა მორ­ჩი­ლა­ძე “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე.

მა­რი­კამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად ახ­ლობ­ლე­ბის ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ სტა­ტუ­სი 31 ოქ­ტომ­ბერს და­წე­რა:

“დღეს დე­ი­და­ჩე­მი დავ­კრძა­ლეთ. რო­გორც თქვენ არ გჯე­რათ ვირუ­სის, ისე მე არ მჯე­რა, რომ ეს საყ­რდე­ნი გა­მო­მე­ცა­ლა. არც რამე ქრო­ნი­კუ­ლი სჭირ­და, არც 180 წლის იყო, მხნე იყო და ყო­ჩა­ღი, მუ­შა­ობ­და გი­ჟი­ვით, მი­ლი­ონ საქ­მეს აკე­თებ­და. ყვე­ლას გვე­ი­მე­დე­ბო­და და ყვე­ლას გა­ჭირ­ვე­ბის ტალკ­ვე­სი ეს იყო.
ასევე დაგაინტერესებთ

მას რომ გა­უ­ჭირ­და, ვერ ვუშ­ვე­ლეთ. სამი დღის წინ მარ­გო ბებო დავ­კრძა­ლეთ, დღეს და­რე­ჯა­ნი. პა­ტი­კო აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი და იბ­რძვის. გა­უფრ­თხილ­დით ხალ­ხო ერ­თმა­ნეთს, სა­კუ­თარ თავს, ჯან­მრთე­ლო­ბას, მი­თუ­მე­ტეს როცა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბას ასე­თი დიდი ტკი­ვი­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია…“ – წერ­და მა­შინ მა­რი­კა მორ­ჩი­ლა­ძე. სამ­წუ­ხა­როდ, ვერც პა­ტი­კო გა­დარ­ჩა.

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ოჯა­ხის სა­მი­ვე წევ­რი “ფე­ის­ბუ­ქის” ქარ­თუ­ლი სივ­რცის­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი იყო. მათ შე­სა­ხებ ერთი წლის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა, “ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” წერ­და.

და­რე­ჯან მღებ­რიშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით გე­ო­ლო­გი გახ­ლდათ. მისი ძმა, პა­ა­ტა, დე­დამ 44 წლის ასაკ­ში გა­ა­ჩი­ნა. ბიჭი და­უ­ნის სინ­დრო­მით და­ი­ბა­და:

“მე ვუვ­ლი 94 წლის დე­დას და პა­ტი­კოს, ასე­ვე, გვყავს 93 წლის დე­ი­და. როცა დე­ი­და ცუ­და­დაა ხოლ­მე, ჩვენ­თან მოგ­ვყავს, მაგ­რამ მა­ინც თა­ვის სახ­ლში ურ­ჩევ­ნია ყოფ­ნა და რომ გა­მო­კეთ­დე­ბა, სახ­ლში გარ­ბის. გარ­და იმი­სა, რომ მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მყავს ესე­ნი, თა­ვის თავს უვ­ლი­ან, ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღი მო­ხუ­ცე­ბი არი­ან. ბევრ რა­მეს აკე­თე­ბენ, ძა­ლი­ან სო­ლი­დუ­რი ასა­კი აქვთ, მაგ­რამ ცდი­ლო­ბენ, ნაკ­ლე­ბად შე­მა­წუ­ხონ. ბოლო წელს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და დე­დას, ბევ­რი რამე გა­და­ი­ტა­ნა, მა­ინც ცდი­ლობს პა­ტი­კოს მი­ხე­დოს, საჭ­მე­ლი აჭა­მოს, სა­ნამ მე მო­ვალ, და­ეხ­მა­როს იმი­ტომ, რომ პა­ა­ტას სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლა არ შე­უძ­ლია.“ – ყვე­ბო­და და­რე­ჯა­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში და ოც­ნე­ბობ­და სა­კუ­თარ სახლზე, სა­დაც პა­ა­ტას და მო­ხუც დე­დას უფრო მეტი სივ­რცე ექ­ნე­ბო­დათ.

“პა­ა­ტას უკვე უჭირს მოძ­რა­ო­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, თე­ატ­რში ვე­ღარ დავ­დი­ვართ. “ქეთო და კოტე“ უყ­ვარს ძა­ლი­ან. ჩვე­ნი ყო­ვე­ლი დღე “ქეთო და კო­ტეს” ძა­ხი­ლით იწყე­ბა. სტუმ­რად სი­ა­რუ­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს და როცა ვა­ხერ­ხებ, სულ დამ­ყავს. ჩვენ რომ გვსტუმ­რო­ბენ, ეგეც უხა­რია.

მინ­და, სო­ფელ­ში მქონ­დეს პა­ტა­რა და კოხ­ტა სახ­ლი ეზო­თი, სა­დაც დე­დას, დე­ი­და­სა და პა­ა­ტას წა­ვიყ­ვან. ჰა­ერ­ზე, ყვა­ვი­ლებ­სა და სიმწვა­ნე­ში მე­ყო­ლე­ბოდ­ნენ და სა­დაც დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მო­და. ეს არის ჩემი ოც­ნე­ბა.“ – ვკი­თხუ­ლობთ და­რე­ჯან­თან ერთი წლის წი­ნან­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

Ambebi.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close