პოლიტიკა

არასდროს ისეთი თავდაჯერებული არ ვყოფილვართ საარჩევნო შედეგის კუთხით, როგორც დღეს ვართ – ირაკლი კობახიძე

მთელ რადიკალურ ოპოზიციას შემიძლია, დავპირდე, რომ 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ჩემი პირობა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ არასდროს ასეთი თავდაჯერებული არ ყოფილა, როგორც დღეს არის.

„რაც შეეხება საარჩევნო შედეგს, არასდროს ისეთი თავდაჯერებული არ ვყოფილვართ ამ შედეგის კუთხით, როგორც დღეს ვართ. საუბარი არ არის არც 40, 43, 58 პროცენტზე და ასე შემდეგ, საუბარია, რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად წინა არჩევნების შედეგების გაუმჯობესება. ამაზე მეტყველებს მათ შორის ინფორმაცია, რომელიც მივაღწიეთ ჩვენ შტაბებთან შეხვედრების დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close