სამართალი

სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა

სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად შენობის წინა ფასადი ჩამოინგრა.

ადგილობრივი მედიასაშუალება ტვ 4-ის ცნობით, შენობაში აფეთქება ბანკომატის გატეხვის მიზნით გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე განახორციელეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 185-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close