Sliderმსოფლიო

ანტონ გერაშენკო Telegram-ზე წერს, რომ უკრაინაში რადას ყოფილი დეპუტატი, დავით ჟვანია დაიღუპა

ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, უცნობია რატომ იმყოფებოდა რუსი ოკუპანტების საგუშაგოსთან, "ნაცრისფერ ზონაში".

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ზე წერს, რომ მათი წყაროს ინფორმაციით უკრაინაში რადას ყოფილი დეპუტატი, დავით ჟვანია დაიღუპა. ინფორმაცია უკრიანულმა მედიებმაც გაავრცელეს.

არსებული ცნობებით, ის ზაპოროჟიეს რაიონში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა.

ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, უცნობია რატომ იმყოფებოდა რუსი ოკუპანტების საგუშაგოსთან, “ნაცრისფერ ზონაში”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close