მსოფლიო

ანგელა მერკელი: გერმანია კოვიდსიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის ზღვარზეა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე კონტროლის დაკარგვის ზღვარზეა. როგორც გერმანული მედია იუწყება, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ სიტუაცია საფრთხის შემცველია და თითოეული დღე მნიშვნელოვანია.

„წინ ძალიან რთული თვეები გველის და ვირუსის გავრცელებასთან გამკლავების კუთხით თითოეული დღე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კოვიდინფიცირების 430 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close