საზოგადოება

ამ ეტაპზე სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს – ეკატერინე ტიკარაძე

სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს სოფელ კარალეთში განუცხადა, სადაც დღეს ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„არის მნიშვნელოვანი ირიბი რეგულაციები, მწვანე და წითელი პასპორტის აპლიკაცია, რომელიც შემუშავებულია და რამდენიმე სახის ბიზნესი მის გამოყენებაში აქტიურად ჩაერთო და მნიშვნელოვანია, ბიზნესმა ამ ინიციატივას აქტიურად დაუჭიროს მხარი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ეს აპლიკაცია გახდეს სავალდებულო ყველა დაწესებულებისა და ბიზნესისთვის.

სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს. აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს და ასე ხდება სკოლების, კლასების დახურვა, რადგან ლოკალური მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close