პოლიტიკა

ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ უცვლელია და მტკიცეა – ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც თავდაცვის მდივნის რანგში საქართველოში პირველად იმყოფება, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ლოიდ ოსტინი აღნიშნავს, რო აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ მტკიცეა.

„ნება მიბოძეთ, პირველ რიგში დავიწყო მადლობის სიტყვებით მინისტრ ბურჭულაძის მიმართ, რომელიც დღეს მმასმინძლობს მე, ასეთი თბილი დახვედრისთვის თავდაცვის მდივნის რანგში საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს. მსურდა, ვყოფილიყავი აქ პირადად, რადგან აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ უცვლელია და მტკიცეა. ახლა, უკვე სამ წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა როგორც საფუძველი ჩვენი ძალისხმევისთვის ემსახურებოდა, რომ ხელი შეგვეწყო საქართველოს თავდაცვის უნარების და მზადყოფნისთვის. პროგრამა დასრულდება ამ წლის ბოლოს“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების“ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა.

„დღეს მაქვს პატივი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური ერთი მხრივ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისთვის.

ეს აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს  ნატო-სთან ურთიერთთავსებადობას“, – განაცხადა ოიდ ოსტინმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close