საზოგადოება

ამდენი აქვეყნებს და კაცი ცოცხალიაა!!! – თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

რამდენიმე წუთის წინ მომღერალი თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებელთა მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. „ამდენი აქვეყნებს და კაცი ცოცხალიაა!!! ც ო ც ხ ლ ა დ რატომ გამოიტირეთ ეს კაცი???“ – წერს ჟურნალისტი მანანა გაბრიჭიძე.
სამწუხაროდ, ამ დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა „პროგრესნიუსიც“, რისთვისაც ჩვენს მკითხველს ბოდიშს ვუხდით.
ამ დროისთვის 75 წლის თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. მომღერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close