საზოგადოება

საქართველოში ტყის და მინდვრის ხანძრები ლიკვიდირებულია

საქართველოში ტყის და მინდვრის ხანძრები ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რამდენიმე დღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ჩააქრო.

„ამ ხნის განმავლობაში ხანძარს ებრძოდა 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. 4 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 300ზე მეტი, სხვა და სხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია.

სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშვები. ხანძარები დაფიქსირდა სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მინდვრებში, სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლი დანთებისგან.

„მონადირეებმა დაიცავით უსაფრთოხების წესები ტყეებში გადაადგილებისას. ხანძრებს გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს გარემოზე ზემოქმედების კუთხით, ასევე მაღალია საფრთხე ცეცხლის სიახლოეს მყოფი ინფრასტრუქტურისათვის“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close