საზოგადოება

ალუდა ღუდუშაური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტების ჯგუფს შეხვდა. დეპუტატმა სტუმრებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ის მიმართულებები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და მართლწესრიგის უზრუნველყოფის კუთხით ტარდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყანაში ადამიანი, მისი უფლებების და იმ ღირებულებების დაცვა წარმოადგენს, რომელიც ადამიანის ღირსებას და მისი უფლებების განხორციელებას უკავშირდება.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საკანონმდებლო პროცესში მნიშვნელოვანია აკადემიური წრეების და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელთა მოსაზრებების, შეხედულებების და წინადადებების გაცნობა და აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

“ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს ხვალინდელი დღე და ქვეყნის განვითარების მომავალი. ჩვენ ვისაუბრეთ უკვე განხორციელებულ რეფორმებზე და იმ მიმართულებებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ეცოდინება აკადემიური წრის წარმომადგენლებს, სტუდენტებს და ზოგადად საზოგადოებას, მით მეტი ჩართულობა იქნება მათი მხრიდან და ურთიერთთანამშრომლობა უფრო დინამიური იქნება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეხვედრის მონაწილეებმა შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი შეათანხმეს და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებების წარდგენის მნიშვნელობა აღნიშნეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close