პოლიტიკა

ალბათ, გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ტროტუარები ზუგდიდში — წულუკიანი ჟურნალისტებს

“ალბათ, გაგიხარდებოდათ თქვენც გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები, რაც არ მოხდა”, — ასე განუცხადა ჟურნალისტებს, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა.

“ჩემი მადლობა ეფუძნება იმასაც, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა. ეს მთლიანად იმ სახელმწიფოს სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ, თუ ეს ჩამოშლილად მიგაჩნიათ, ალბათ არ ჩამოშლილად იმას მიიჩნევთ, ღმერთმა დაგვიფაროს, და გაგვღვიძებოდა, ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი იქნებოდა გვამებით მოფენილი, ალბათ ეს უფრო სასიხარულო იქნებოდა მავანისთვის. მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა. მათ შორის, ალბათ გაგიხარდებოდათ, თქვენც გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები, რაც არ მოხდა“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close