სამართალი

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კათედრის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კათედრის მდივანი მ.ლ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტის ინფორმაციით, ასევე თანამდებობა დატოვა რექტორის მოადგილემ, გიგა ღავთაძემ. უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი ღავთაძის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ღავთაძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.

„რაც შეეხება მდივნის დაკავების ფაქტს, არ მაქვს ინფორმაცია, რადგან არ ვარ ქუთაისში. ორშაბათს გავაკეთებ შესაბამის განცხადებას”, – განაცხადა კოპალიანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close