საზოგადოება

ავთანდილ ხურციძე საპატიმროს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

ქართველი მოკრივე, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ხურციძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ რამდენიმე დარჩენილი ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ასეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად ვარ კარიერის გასაგრძელებლად. დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფაქცევით და დისციპლინის მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის“, – წერს ავთანდილ ხურციძე.

ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძე 2017 წელს დააკავეს და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრუკლინში მოქმედი კრიმინალური ავტორიტეტის, რაჟდენ შულაიას დაჯგუფებასთან კავშირს, ე.წ. რეკეტსა და თაღლითობას ედავებოდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close