Sliderპოლიტიკა

“ჩემო ისნელებო, თქვენს გასაცნობად ღირდა წინასაარჩევნო პერიოდი – წინ მეორე ტურია!”

“მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი შეადგინა, რომლის მიხედვითაც, 21 ნოემბერს ისნის რაიონში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
რათქმაუნდა, ვრჩები იმ პრინციპების, ღირებულებებისა და დაპირებების ერთგული, რაც წინა საარჩევნო კამპანიის დროს გავაჟღერე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი უკვე საკანონმდებლო ორგანოში განვახორციელო.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საარჩევნო კამპანიის დროს, ამ სამი თვის განმავლობაში, ძალიან ბევრ ბოროტებასა და სიბინძურეს გადავაწყდი, თუმცა ამასთან ერთად ბევრი დადებითიც ვნახე. გავიცანი ადამიანები, რომლებსაც დღეს უკვე ჩემს მეგობრებს ვუწოდებ. ასევე, ის მხარდაჭერა, სითბო და სიყვარული, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვიგრძენი ხალხისგან, ბევრად მეტია, ვიდრე ეს ნეგატიური ფონი.
მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ჩემს მხარდმჭერებს და ჩემი შტაბის წევრებს, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში დაუღალავად იყვნენ ჩართულები წინასაარჩევნო პროცესში.
მადლობა “ქართულ ოცნებასა” და პარტიის ახალაგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს, რომლებიც გვერდში მედგნენ. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც დათვლის პროცესში ხმებს იცავდნენ. მადლობა ისნელებს, ავლაბრელებს, ელიელებს, ვაზისუბნელებს, მეტრომშენელებს, ნავთლუღელებს, 300 არაგველისა და მერვე ლეგიონის მაცხოვრებლებს.
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელში მწერდნენ, მხარდამჭერთა ჯგუფში გზავნიდნენ შეტყობინებებს და მამხნევებდნენ. მათგან უდიდესი სითბო მივიღე. სრულიად უცნობი ადამიანებისგან ვგრძნობდი მხარდაჭერას და მათი თითოეული სიტყვა ჩემთვის დიდი სტიმული იყო იმისათვის, რომ მეტად მოტივირებული და ენერგიული ვყოფილიყავი.
კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, მივიდა საარჩევნო უბანზე და საკუთარი აზრი დააფიქსირა.
ამასთან, მინდა მწუხარება გამოვთქვა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს!
ჩემო ისნელებო, ჩემო ახალო მეგობრებო, თქვენს გასაცნობად ღირდა მთელი ეს წინასაარჩევნო პერიოდი. მჯერა, ერთად ბევრ სიკეთეს მოვუტანთ ჩვენს რაიონს.
თქვენი არჩევანი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის არა მხოლოდ ჩვენი რაიონის, არამედ ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას განსაზღვრავს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მონაწილეობა არჩევნებში, რათა ისეთ ქვეყანაში გავაგრძელოთ ცხოვრება, სადაც ადამიანის უფლებები ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება.
მოგმართავთ და კიდევ ერთხელ გთხოვთ – ნუ დარჩებით სახლში არჩევნების დღეს და მხარი დაუჭირეთ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას!
ჩვენ კიდევ შევხვდებით – წინ მეორე ტურია!” – წერს კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილიმა საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ხმათა 49.47%-ი მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძემ 25.7%-ი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close