სხვადასხვა

სტალინის მემკვიდრეობა – რა ქონება დაუტოვა ბელადმა შვილებს?

იოსებ სტალინის ასკეტიზმის შესახებ ლეგენდები დადის. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სახელმწიფოს პირველ პირს, სსრკ-ში ყველაზე მაღალი ხელფასი ჰქონოდა, მან ძალიან მცირე მემკვიდრეობა დატოვა და არც სიცოცხლის სიცოცხლის მანძილზე გააჩნდა რაიმე ქონება. ვნახოთ როგორი იყო სტალინის ფინანსური მდგომარეობა, რა ქონებას ფლობდა იგი და რა დაუტოვა შვილებს?

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მოხდა მისი პირადი ნივთების აღრიცხვა და ქონების ინვენტარი. სტალინის პირად ნივთებში აღრიცხულია:

Опись личных вещей Сталина.

  • რუხი რვეული.
  • წითელი რვეული.
  • შენიშვნების 67 ფურცელი.
  • 5 ჩიბუხი, 4 თამბაქოს ყუთი.
  • 2 თეთრი სამხედრო კიტელი.
  • 2 ნაცრისფერი სამხედრო კიტელი.
  • 10 წყვილი შარვალი.
  • საცვლების ყუთი.
  • შემნახველი წიგნი 900 მანეთით.

გრაფაში „სხვა საკუთრება“ ინტერიერის რამდენიმე ელემენტი მოხვდა.  მათ შორის არის მელიას ფორმის მაღვიძარა  (ყურის გარეშე) და რუზველტის ნაჩუქარი ფიგურა. ესაა და ეს..

Личные вещи Сталина.

ამავე დროს, სტალინს იმ დროისთვის ხელფასი უზარმაზარი ჰქონდა. მას შეეძლო ყველა პრივილეგიით სარგებლობა, ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მდებარე პარტიულ აგარაკებზე დასვენება. ასეთი ოცამდე აგარაკი იყო. მათი უმეტესობა ყირიმში, აფხაზეთსა და სოჭში მდებარეობდა, თუმცა, ფული და ძვირფასეულობა არცერთ სახლში არ აღმოჩნდა.

რაში ხარჯავდა სტალინი ფულს?

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  ჩნდება კითხვა – თუ სტალინი ფულს არაფერში ხარჯავდა,  სად მიჰქონდა? მისი ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 10 ათასი მანეთი იყო, გამოჩენილი მეცნიერების ხელფასს უტოლდებოდა. იმ დროს ახალი „პობედა” დაახლოებით სტალინის ერთი თვის ხელფასი ღირდა. გამოდის, რომ ქვეყნის ლიდერი ზღაპრულად მდიდარი უნდა ყოფილიყო.

სტალინის დაცვის უფროსი იხსენებს, რომ ბელადი ფეხსაცმელსაც კი არ ყიდულობდა. სტალინის ძველი ტყავის ჩექმებს ახლით ღამით ცვლიდნენ, როცა მას ეძინა. ზოგჯერ, ის ხვდებოდა, რომ ჩექმები შეუცვალეს და ძველი, ნახმარი ჩექმების დაბრუნებას მოითხოვდა.

СМИ старательно выставляли Сталина аскетом и им это удалось.

რა თქმა უნდა, სტალინს ჰყავდა ნათესავები, რომლებსაც შეეძლოთ ფინანსური დახმარება ეთხოვათ,  თუმცა ბელადის ხასიათისა და ნათესავებთან რთული ურთიერთობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ნათესავებს არ ანებივრებდა. მოგვიანებით, გაჩნდა ვერსიები, რომ სტალინს ჰქონდა ანგარიშები უცხოურ ბანკებში, რომლითაც მისმა ქალიშვილმა სვეტლანამ ისარგებლა.

წიგნის „მითები და სიმართლე სტალინის ოჯახის შესახებ” ავტორი ალექსანდრე კოლესნიკი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება , რომ სტალინს უცხოეთში ანგარიშები ჰქონოდა. რაც შეეხება სტალინის ქალიშვილს, სვეტლანა ალილუევამ საკუთარი ქონება დამოუკიდებლად, მემუარების გამოქვეყნებით შექმნა.

სტალინის უძრავი და მოძრავი ქონება

სტალინის ასკეტიზმი სულაც არ ნიშნავს, რომ არაფერი გააჩნდა. მის  განკარგულებაშიქვეყნის ყველაზე თვალწარმტაც კუთხეებში მდებარე  20 აგარაკი  გახლდათ: „ვოლინსკოეს“ (ე.წ. ბლიჟნაია), „სემიონოვსკოეს“ (ე.წ.დალნაია), „ზუბალოვოს“, „ლიპკის“, „ნოვაია მაცესტის“, „პუზანოვკის“, „რივიერის“, „ბლინოვკის“, „ხოლოდნაია რეჩკის“, „რიწის“, „ახალი ათონის“, „სოხუმის“, „მიუსერის“, „ბორჯომის“, „წყალტუბოს“, „კორეიზის“, „გოლოვინკის“, „ტრაპეზნიკოვოს“, „იავეინაიას“ და „ვალდაის“ აგარაკების კარი მუდმივად ღია იყო დიდი ბელადისთვის.

Ближняя дача - самая востребованная.

ქალაქგარეთ, პირველი აგარაკი სტალინმა 1991 წელს, სამსახურეობრივ ბინასთან ერთად მიიღო. მას შემდეგ სახელმწიფოს მეთაურის აგარაკების რაოდენობა გამუდმებით იზრდებოდა. მათ შორის, ზოგი მოსკოვის სიახლოვეს მდებარეობდა, სხვები ქვეყნის სამხრეთში – სრულფასოვანი დასვენებისა და მკურნალობისთვის. ბელადი სამხრეთში ოჯახთან ერთად, ყოველწლიურად, არანაკლებ, 2 თვეს ატარებდა.

1951 წელს სტალინის აგარაკების მოვლასა და მომსახურე პერსონალის ხელფასებზე 23 მილიონზე მეტი მანეთი დაიხარჯა. ზოგადად, გენერალისიმუსის მოთხოვნით, აგარაკები მუდმივად რემონტდებოდა. მას ხან მეტი მზე ჭირდებოდა, შემდეგ მეტი ჩრდილი, ხან ერთი სართულით მეტი, ხან ერთი სართულით ნაკლები, ამიტომ აგარაკებზე გამუდმებით მუშები ტრიალებდნენ.

Внутреннее устройство Ближней дачи.

გენერალისიმუსის საყვარელი აგარაკები

Столовая в Ближней даче.
მის განკარგულებაში მყოფი ზოგი სახლი სტალინმა სულ რამდენჯერმე მოინახულა, ზოგში კი წლების განმავლობაში ცხოვრობდა. სტალინის ყველაზე საყვარელი აგარაკი სოფელ ვოლინსკოესთან მდებარეობდა. აქ მან თითქმის 10 წელი გაატარა (მათ შორის, დიდი სამამულო ომის წლები) თავდაპირველად ეს იყო შვიდოთახიანი,  ხის სახლი ფუფუნების ელემენტების გარეშე. 1938 წელს სახლი აგურით მოაპირკეთეს, აბაზანა, საბილიარდო ოთახი და ორანჟერეა მიაშენეს. ამბობენ, რომ სტალინი მიშენებებისა და გადაკეთების დიდი მოყვარული იყო.

კაპიტალური რემონტის შემდეგ ხის პატარა სახლი უზარმაზარმა სახლმა შეცვალა, სადაც ლიფტიც კი დამონტაჟეს. სახლის გარშემო, რამდენიმე ათეულ ჰექტარზე პარკი და სასათბურე მეურნეობა გაშენდა, სადაც ყურძენი და საზამთრო მოჰყავდათ. აუზში თევზი გაუშვეს. აქვე იყო მეურნეობა ძროხებით, ცხენებით, ქათამითა და იხვებით.  სახლის გარშემო დაახლოებით, 70 000-მდე ხე დაირგო.

სტალინის პირველი აგარაკი ზუბალოვოში მდებარეობდა. ბედის ირონიით, ეს იყო ნავთობის მრეწველის სახლი, რომლის საბადოებშიც სტალინმა პირველი რევოლუციური გამოცდილება მიიღო. ორსართულიან აგარაკს მაღალი ღობე ჰქონდა და გაფორმებული იყო გოთური ხელოვნების ელემენტებით.

Фотографий дома в Зубалово почти не сохранилось.

სახლის პირველ სართულზე განთავსებული იყო საძინებლები, სასადილო ოთახი და ვერანდა. სტალინის კაბინეტი საძინებლის მსგავსად, მეორე სართულზე მდებარეობდა.  აგარაკის ტერიტორიაზე მდებარეობდა სათავსო მომსახურე პერსონალისა და დაცვისთვის. ამ სახლში სტალინის ცოლის ნათესავები, ალილუევები შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ. სახლმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია, რადგან გერმანელების ხელში რომ არ ჩავარდნილიყო, ააფეთქეს. ახალი სახლი სწრაფად აშენდა, მაგრამ სტალინს იქ ფეხი აღარ დაუდგამს.

სტალინის მოსკოვური აგარაკებიდან ერთ-ერთი – „სემიონოვსკაია“ ეკატერინე მეორის ყოფილ მამულში მდებარეობდა. „სემენოვსკაიში“დათვები და ხოხობები ჰყავდათ. სათბურებში ეგზოტიკური ხილი მოჰყავდათ.  ამ აგარაკზე  გენერალური მდივანი ხშირად არ ჩადიოდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ოთხი საძინებელი ყოველთვის მზად იყო.

Семеновская усадьба.

სტალინის მეოთხე აგარაკი ლიპკებში მდებარეობდა. ეს იყო პატარა, მყუდრო სახლი, სადაც ბელადს სიმშვიდეში დასვენება უყვარდა.

Дача в Липках - место тихое и спокойное.

მრავალრიცხოვანი აგარაკების გარდა, ბელადის განკარგულებაში იყო თბომავალი „მაქსიმ გორკი“.  თბომავალის კაიუტები 17 ჯიშის ხით იყო მოპირკეთებული. ცნობილი არაა, სტუმრობდა თუ არა სტალინი ამ ხომალდს, მაგრამ აქ ხშირად ისვენებდნენ მაღალი თანამდებობის პირები.

Дача на озере Рица.

აგარაკი რიწის ტბასთან

Ласточкино гнездо.

აგარაკი „მერცხლის ბუდე“

 

Массандровский дворец.

Новая Мацеста.

Валдай.

და ბოლოს, რა მემკვიდრეობა მიიღეს სტალინის ოჯახის წევრებმა?

Василий Сталин за штурвалом самолета.

სტალინის ახლობლების თქმით, ის თავი ხელფასს არ ხარჯავდა, ამიტომ ბელადის მაგიდაზე ყოველთვიურად, კონვერტით დადებული ფული სად გაქრა, არავინ იცის. საბანკო ანგარიშზე არსებული 30 ათასი მანეთი სტალინის შვილებსა და სხვა მემკვიდრეებს შორის განაწილდა, მაგრამ არავითარ  მილიონებზე საუბარი არ ყოფილა. აგარაკები რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბალანსზე დარჩნენ.

Если Сталин и привязывался к вещам, то это были дома, а не одежда.

რაც შეეხება იმას, რომ სვეტლანა ალილუევამ თავისი უზარმაზარი ქონება მემუარებით „ოცი წერილი მეგობარს” იშოვა, ყველასთვის ნათელია, სტალინის ქალიშვილი რომ არ ყოფილიყო, მისი მემუარები არავის დააინტერესებდა.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close