„შევწყვიტოთ ტყუილი, 96,3% სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა“ – იტალიელი დეპუტატის ემოციური გამოსვლა
„დადეთ გარდაცვლილთა ზუსტი მონაცემები, შევწყვიტოთ ტყუილი, შევწყვიტოთ ფეიკმონაცემების გავრცელება“
იტალიის პალატის დეპუტატი ვიტორიო სგარბის ემოციურ გამოსვლას, რომელიც ამტკიცებს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა ყალბდება, მთელ მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სგარბი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის გამოყენება, ჩვეულებრივ გრიპზე ოდნავ უარესია, იტალიაში დიქტატურის დასამყარებლად დასჭირდათ.
„ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები დიქტატურის წინააღმდეგ და სიმართლის დასამტკიცებლად. მოდი, ნუ ვაქცევთ ამ პალატას სიცრუის სახლად. მეცნიერები, ვინც მოიწვიეთ, ამტკიცებენ, რომ ეს ვირუსი მცირედით არის უარესი ჩვეულებრივ გრიპზე. ამის შესახებ ყველამ კარგად იცით. მოდი, ჟან ბატისტას პრინციპი მაინც დავიცვათ, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ მხოლოდ ის, რასაც ვაკეთებთ.
თქვენ მოისმინეთ და წარმოგიდგინეს ციფრები. მეც მინდა, ეს ციფრები წარმოგიდგინოთ. არ უნდა ვამტკიცოთ, რომ იტალიაში კორონავირუსით 25 000 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არ არის მართალი. ნუ აურევთ ამ ციფრებს. ციფრები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა, ამტკიცებს, რომ ამ გარდაცვლილთაგან 96,3% სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა. თქვენ უნდა აღიაროთ, რომ მართალს ვამბობ. მე ეს ყველაფერი შევისწავლე. ხალხი სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა. თუ თქვენ ამის შესახებ არ იცოდით, შეისწავლეთ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები. სანამ იტალია წითელ ზონად რჩებოდა, აქ არავინ ატარებდა ნიღაბს. დღეს კი პაძინი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ნიღბის გარეშეა. ეს უბრალოდ სასაცილოა. რას აკეთებთ, დაფიქრდით. გერმანიაში სკოლებში გააგრძელებენ სწავლას და ჩვენ რას ვაკეთებთ? გერმანიამ დაამტკიცა, რომ ის ძლიერია საკუთარ გადაწყვეტილებებში. ჩვენთან კი აღმოჩნდა, რომ უბრალოდ დამცირებულები ვართ. მე პირველი გამოვდიოდი პარლამენტის დახურვის ინიციატივით, მაგრამ დღეს მე აქ ვარ და ყველა ნიღბებშია, ისე როგორც მასკარადზე. და თუ ნიღბის გარეშე ხართ, ყველა თქვენზე ხელით უთითებს“, – აღნიშნავს დეპუტატი.
დეპუტატის თქმით, იმ ადამიანთა უმეტესობა, რომელსაც გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაუწერეს, გულის დაავადებებითა და სიმსივნეებით დაიღუპა.
„დადეთ გარდაცვლილთა ზუსტი მონაცემი. მოდი, შევწყვიტოთ ტყუილი, შევწყვიტოთ ფეიკმონაცემების გავრცელება. მეცნიერი ბაზიტი აცხადებს, რომ გარდაცვილთა შორის უმეტესობა გულის დაავადებებითა და სიმსივნით დაიღუპნენ. მოდი, ნუ გამოვიყენებთ გარდაცვლილებს იტალიის დასაღუპად. 25 ათასი ადამიანი არ დაღუპულა იტალიაში კორონავირუსით, ეს არასწორია. მოგვაწოდეთ ნამდვილი ციფრები. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი ადამიანებზე, ეს უბრალოდ სასაცილოა“, – განაცხადა სგარბიმ.