Sliderმსოფლიო

ქრისტეშობა – 25 დეკემბერი, ნათლისღება – 19 იანვრის ნაცვლად 6 იანვარი, ნიკოლოზობა – 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერი – ბიბისის ცნობით, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამიერიდან ქვეყანაში ქრისტეშობა 25 დეკემბერს აღინიშნება, ნაცვლად 7 იანვრისა. ასევე შეიცვლება სხვა დღესასწაულთა თარიღებიც, მათ შორის, ნათლისღება, 19 იანვრის ნაცვლად, 6 იანვარს დაწესდება, წმინდა ნიკოლოზის დღე კი, 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს აღინიშნება.

მედიის ცნობით, აღდგომა და სამების დღესასწაული ძველებურად დადგინდება. ახალ კალენდარზე გადასვლასთან დაკავშირებით ფორმალურ გადაწყვეტილებას 27 მაისს საკათედრო ტაძარში მიიღებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close