Sliderსაზოგადოება

სააკაშვილის რეჟიმის ნაწამები ადვოკატის ისტორია, რომელიც ისე გარდაიცვალა, სამართალი “ქართული ოცნების” პირობებშიც ვერ იპოვა

ციხეში ვილერ წოწორიას ჰქონდა მუდმივი ზეწოლა, სცემდნენ, აწამებდნენ და ამის ნიადაგზე ინსულტი მიიღო. ჯანმრთელობა ფაქტობრივად დაკარგა. მის მდგომარეობას დედა დააკვდა. ოჯახი დაენგრა, ცოლმა მიატოვა.

ჟურნალისტი ნანა სულავა სოციალურ ქსელში წერს:

“ნაცებო და ქოცებო, თქვენ დიდი სახალხო მრისხანება გელოდებათ. თქვენ ერთად ქმნით ნამდვილს სახალხო რევოლუციის საფუძვლებს!
„ერთიანო ნაციონალურო მოძრაობავ“, როგორც მკვლელებისა და მწამებლების სამარცხვინო რეჟიმო და ვითომ „ქართულო ოცნებავ“, „გასაოცარი დემოკრატიის“ მშენებლებო, სისხლიანი ნაცების დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებების დამფარველებო!!! მოვა დრო და თქვენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის აგებთ პასუხს. კოჰაბიტაციის პოლიტიკა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. როცა ის დასრულდება, აი, მაშინ დადგება თქვენი პასუხისმგებლობის საკითხიც და ყველაფერზე სათითაოდ მოგეკითხებათ. რაც არ უნდა აგინოთ ერთმანეთს, თქვენ მაინც ერთნი ხართ, თქვენი მორალითა და იდეოლოგიით. რახან ერთმანეთში გარიგდით, პასუხიც ერთად მოგეთხოვებათ. აი, თქვენი საერთო დანაშაულის ერთ-ერთი მსხვერპლი იმ მრავალ მსხვერპლთაგან.
სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმისგან ციხესა და ციხის გარეთ ნაცემი, ნაწამები და ივანიშვილის „გასაოცარი დემოკრატიის“ რეჟიმის მშენებლობის შედეგად შიმშილსა და სიღატაკეში, უსამართლობის გამო გარდაიცვალა ცნობილი ადვოკატი ვილერ წოწორია. ახლა ჯერ ის ვთქვათ, თუ როგორ მოექცა სააკაშვილის მართლმსაჯულება ადვოკატ ვილერ წოწორიას და შემდეგ, ციხიდან გამოსული, რა მძიმე პირობებში აღესრულა.
მივყვეთ ქრონოლოგიას: 2009 წელს, როცა სისხლიანი რეჟიმი მძვინვარებდა, ადვოკატი ვილერ წოწორია იცავდა შსს-სა და იუსტიციის ვიცეპოლკოვნიკ სვეტლანა მაისურაძეს, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მთავარი ფინანსისტი იყო (მაისურაძის სისხლის სამართლის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება „ალიას“ ფურცლებზე წლების წინ დაიბეჭდა), სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა ბაჩანა ახალაიამ. ვილერ წოწორია იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა გამოიძახა თავის კაბინეტში და პირდაპირ დაემუქრა: თუ სვეტლანა მაისურაძის დაცვას თავს არ დაანებებ, შენც მაგას მიგაყოლებო. აი, ასეთი მესმის დემოკრატია, „დემოკრატიის შუქურის“ ერთ-ერთი შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი. ამერიკის პრეზიდენტმა უმცროსმა ბუშმა ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ ისიც ყველაფერს ფარავდა, რადგან ეს მაშინ ასე იყო საჭირო ამერიკული იმპერიალისტური ინტერესებისთვის.
ის, რომ პატიოსანი ადვოკატების წინააღმდეგ გამანადგურებელი ბრძოლა მიმდინარეობდა, ეს არ იყო ნაცების რეჟიმის რომელიღაცა ფუნქციონერის ახირება, არამედ ეს იყო სისტემური პოლიტიკა, რომელიც ინსტიტუციონალურ ხასიათს ატარებდა. მასზე ამიტომ მიმდინარეობდა მუდმივი ზეწოლა და ამ საქმეში სისასტიკით გამოირჩეოდა ნაცრეჟიმის პროკურორი ვახტანგ იაშვილი. მიუხედავად ამისა, ვილერ წოწორია პრინციპულად ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობას. მან განუცხადა ამ ჯალათებს, მე დავიცავ ადვოკატის უფლებებს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სვეტლანა მაისურაძის უფლებებსო და გააგრძელა თავისი პროფესიული საქმიანობა, ისე რომ, სააკაშვილის სასამართლომაც კი გაამართლა სვეტლანა მაისურაძე და ის აღადგინეს სამსახურში, მაგრამ ბაჩანა ახალაიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სვეტლანა მაისურაძე 27 წლით გაემწესებინათ ციხეში. ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკულმა რასისტულმა რეჟიმმა 28 წლით გაუშვა ციხეში ნახეთ, ნაცები რა ჰუმანურები არიან, მხოლოდ 27 წელი აკმარეს. ნაცების რეჟიმს რომ მისტირიან, იმ ახალგაზრდებს ვეკითხები: ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს? შპიონ ელენე ხოშტარიას რომ დასდევთ და დასტირიხართ, ღამე კამერაში გაათიაო. ღამე კამერაში ანგელა მერკერსაც აქვს გათენებული. აი, როგორია შერჩევითი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ.
გავაგრძელოთ ისევ ეს ისტორია. ღამის 2 საათზე სააკაშვილ-ადეიშვილის ბანდის წევრები სვეტა მაისურაძეს მძინარეს დაადგნენ თავს და ღამის პერანგით პირდაპირ ფინანსურ პოლიციაში წაიყვანეს. მერე ვილერ წოწორიას სახლში მიაკითხეს. ის ნასვამ მდგომარეობაში დახვდათ. ვინმე ცრუ მოწმის იოსებ ხოსიტაშვილის ცრუ ჩვენება ძალით გადააწერინეს და ხელი მოაწერინეს. როცა გამოფხიზლდა, თავისი დაწერილი ყველაფერი უარყო. ამის გამო კარგად სცემეს. შემდეგ სასამართლო პროცესზე ვილერ წოწორიამ ის ჩვენება მისცა, რაც სინამდვილეში მოხდა და ის სასამართლოდან პირდაპირ ციხეში წაიყვანეს, მაგრამ ადეიშვილის პროკურატურამ გააყალბა (რიცხვა და დრო შეცვალეს) ის ფაქტი, რომ თითქოს ვილერ წოწორია სვეტლანა მაისურაძის დაპატიმრებამდე დააკავეს. ამ დროს ადეიშვილის პროკურორებმა არ იცოდნენ ის, რომ იმავე დღეს, საღამოს 9 საათზე, სვეტლანა მაისურაძე თავის ადვოკატს ესაუბრა, რაც საქმეში დევს. ციხეში ვილერ წოწორიას ჰქონდა მუდმივი ზეწოლა, სცემდნენ, აწამებდნენ და ამის ნიადაგზე ინსულტი მიიღო. ჯანმრთელობა ფაქტობრივად დაკარგა. მის მდგომარეობას დედა დააკვდა. ოჯახი დაენგრა, ცოლმა მიატოვა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სააკაშვილი როდესაც იუსტიციის მინისტრი გახდა, ადვოკატები თავის მართვის ქვეშ რომ მოექცია, ჩაატარა ადვოკატთა გამოცდები და მიანიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი – „სსიპ“. მისი წესდებიდან გამომდინარე, ის უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინტერესების გამომხატველი და ვითომ დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს იყო ფასადი. ეს ასოციაცია რეჟიმის დავალებების შემსრულებელი იყო. ცნება „დამოუკიდებელი ადვოკატი“ საერთოდ გაქრა, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის რეპრესიულ ორგანოდ ჩამოყალიბდა, რომლის ერთადერთი ფუნქცია იყო კლასობრივი იუსტიცია, ელიტური კორუფციის სასარგებლოდ. ასეთი ნეგატიური პროცესების მიუხედავად, იყვნენ ისეთი ადვოკატებიც, რომლებიც ადვოკატის სახელს იცავდნენ, რომლებიც იბრძოდნენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის, რადგან საქართველოს რატიფიცირებული ჰქონდა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ევროპული კონვენცია. ასეთი ადვოკატები იცავდნენ საზოგადოებას. ამ ბრძოლას შეეწირა ვილერ წოწორია, რომელიც იყო შინაგანად დამოუკიდებელი ადვოკატი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადეიშვილის მოადგილე მაშინ გახლდათ ნიკა გვარამია, რომელსაც დღეს თავისუფალი ტელევიზიები და იმპერიალიზმის არასამთავრობო სექტორი უმწეო მსხვერპლად გვიხატავენ. ახლა ციხეში მყოფ ნიკა გვარამიას ვეკითხები, რამდენი წერილი მიიღე შენ უკანონო პატიმარ სვეტლანა მაისურაძისგან ციხიდან და რა პასუხი გაეცი მას ან მის მდგომარეობაში მყოფ ათასობის ადამიანს, უკანონო პატიმარს. ბატონო გვარამია, შენ ახლა სააკაშვილის, ადეიშვილის, ახალაიას, შაშკინის და კალმახელიძის ციხეში არ ხარ, რომ არიქა, რაღაც გემუქრებოდეს. ხარ სრულ კომფორტში. ზოგიერთი ანგარებიანი ტიპი პოლიტპატიმარს გიწოდებს. იმათ შევახსენებ, ჯერ არცერთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას, მაგალითად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შენთვის პოლიტმატიმარი არ უწოდებია. შენ უმძიმესი პოლიტიკური დანაშაულებები გაქვს ჩადენილი ქვეყნის, ხალხის და საზოგადოების წინაშე, როგორც სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ფუნქციონერსა და იმპერიალისტურ პროპაგანდისტს. ასე რომ, ერთი რამ იცოდე, თუ ვინმე კიდევ მოინახა შალვა ნათელაშვილის გარდა, სამწუხაროდ, ბევრია მასეთი, კარგად გვახსოვს ნათელაშვილი ერთი პერიოდი შენი მაწყევარი რომ იყო და ურცხვად დღეს პოლიტმატიმარს გიწოდებს. ეს შენ მაინც ვერ გაგამართლებს. შენ ციხიდანაც პოლიტიკური რევანშისთვის იბრძვი.
აქვე ვეკითხები ევროპის პარლამენტის დეპუტატებს, განსაკუთრებით ლიტველ და პოლონელ დეპუტატებს, ასევე ამერიკელ სენატორებს: სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ფუნქციონერების თავშესაფრად რატომ აქციეთ უკრაინა? ამით ხომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციას ახდენთ? ნიკა გვარამიაც ადეიშვილის ერთ-ერთი მოადგილე იყო და ზუსტად იმავე პოლიტიკას ასრულებდა, ახორციელებდა კლასობრივ იუსტიციას და ეწეოდა უკანონო რეპრესიებს.
დავუბრუნდეთ ისევ თემას. როდესაც ადვოკატმა ვილერ წოწორიამ სააკაშვილის ციხის ჯურღმულებიდან გამოაღწია, კანონიერება და სამართლიანობა კი არ აღუდგინეს მას, რითაც ოცნებამ დაადასტურა, რომ მისი პოლიტიკა შერჩევითი ხასიათის იყო, ვილერ წოწორია გვერდით გასწია. სამაგიეროდ, „ოცნების“ ხელისუფლებამ სახელისუფლებო შტოებში ეკა ბესელია და ბესელიას მორალის ადვოკატები მოიყვანა. ერთმანეთის მონაცვლე შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის რეჟიმების პირობებში წოწორიასნაირ ადვოკატებს სიცოცხლის მოსპობა ელოდება, ხოლო ვინც უპრინციპოა, ის პროკურატურასთან და სასამართლოსთან არის გარიგებული და მაყუთს მაყუთზე აკეთებს. უფრო მეტიც, ასეთი ადვოკატები მონაწილეობენ პოლიტიკაში, ხდებიან დეპუტატები, ლექციებს კითხულობენ უნივერსიტეტებში და დიდ სარგებლობასაც ნახულობენ. გვახსოვს, ოცნების რეჟიმმა საპარლამენტო თანამდებობიდან გაუშვა ეკა ბესელია. ის წავიდა და აღსარება ჩააბარა ვაიჟურნალისტ გიორგი გაბუნიას. შემდეგ ნაცების მიტინგზე მივიდა და საჯაროდ განაცხადა, მე ამიერიდან პირველი ნაციონალი ვარო. როგორ დაგწყევლო, შე უბედურო, ვერც ხვდები, ამ სიტყვებით ნაცების რამდენი ცოდვა აიკიდე ზურგზე. ამიერიდან შენც ისე მოგეკითხება, როგორც სხვა ნაციონალ ბოროტ ფუნქციონერებს. ეს შენი პირადი არჩევანი იყო და სიხარბის გამო გადადგი ეს ნაბიჯი, რადგან პოლიტიკანი ხარ. მკითხველმა უნდა იცოდეს, ერთი პარტიიდან მეორეში გადახტომით ბესელიას კლასობრივი პოზიცია კი არ შეუცვლია, იმავე კლასის მეორე ბინძურ დაჯგუფებას მოევლინა. ასე ივლის ის ერთი დაჯგუფებიდან მეორე დაჯგუფებამდე, იმიტომ, რომ ხალხის მტერია და მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე კლასს ემსახურება. აი, ასეთ ადვოკატ პოლიტიკანებს აკვანი შევარდნაძის ტირანიამ დაურწია. მაგალითად, ყოფილმა „ოცნების“ დეპუტატმა, ადვოკატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა: „მე ოლიგარქ ივანიშვილს არ ვემსახურებიო“. მას ვეკითხები, კეზერაშვილი რა, ოლიგარქი არ არის? რა, ისე შეიცვალე პოზიცია, რომ ოლიგარქიას ჩამოსცილდი და რევოლუციურ პროლეტარიატს შეუერთდი? არა, ბატონო, პატრონს ეძებ, რომ შეგინახოს, როგორც გუბაზ სანიკიძე დაწანწალებს, ზვიადიდან შევარდნაძესთან, შევარდნაძისგან – ასლანთან, ასლანისგან – სააკაშვილთან, სააკაშვილისგან – ივანიშვილთან, ივანიშვილისგან – ისევ სააკაშვილთან. დიახ, ასეთ პოლიტიკანებს შევარდნაძის ტირანია აძლევდა ცხოვრების მაგალითს, მაგალითად, ქურდი პროფესორი გენერალურ პროკურორს ნიშნავდა, „ნასედკა“ პროფესორი გურამ მამულია სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო და ქართული საზოგადოების სახელით ევროპის პარლამენტის ექსპერტებთან თანამშრომლობდა. მკითხველმა რომ იცოდეს, გურამ მამულიას მამა, სამსონ მამულია 37 წელს ეჟოვმა კედელთან მიაყენა. დღეს ვინც ეჟოვის კედელთან არის მისაყენებელი, „ოცნების“ პარლამენტში არიან, ფუფუნებაში ცხოვრობენ და ძვირადღირებულ რესტორნებში „გულაობენ“. პროფესიონალ იურისტ ვილერ წოწორიას კი შიმშილსა და უსამართლობაში ამოხდა სული.
აქვე გთავაზობთ სვეტლანა მაისურაძის ნაამბობს: „როცა ვილერი ვინახულეთ მეგობრებმა, ის ნიორს და პურს ჭამდა. ყველა შევწუხდით. ერთი მეგობარი წავიდა, მალე მოვალო და მაღაზიიდან პროდუქტები მოუტანა“. ცოლმა ის ჯერ კიდევ პატიმრობისას მიატოვა. ასეთია ბურჟუაზიული მორალი, რად მინდა ავადმყოფი და უფულო ქმარიო და გაიქცა. აი, ასეთ ცოლებს მინდა ვუთხრა, ვინც განსაცდელში ტოვებს თავის ქმარს, თქვენ, ყველანი, ხართ მოღალატეები. დიდი სამამულო ომიდან დაჩეხილი, უფეხო, უხელო, დაბრმავებული კაცები დაბრუნდნენ, მაგრამ მათ ცოლებს ქმრები არ მიუტოვებიათ. ბურჟუაზიულმა დემოკრატიამ გაგზარდათ ასეთები და მხოლოდ ფული გელანდებათ. არ ფიქრობთ იმაზე, თუ რა მაგალითს აძლევთ ახალ თაობას. უმაღლესი რანგის პროფესიონალი იურისტი, რომლის ნაწერს თავად პროკურორები და მოსამართლეები ცნობდნენ და აღნიშნავდნენ, სააკაშვილის ფაშისტურმა და ივანიშვილის ოლიგარქიულმა რეჟიმმა იმსხვერპლა, უსახლკარობაში, ქირიდან ქირაში ამოხდა სული. ოლიგარქიული რეჟიმი ვისაც ყველაფერი აქვს, ბინებს იმას აძლევს. ასეთი ადვოკატებისთვის ამ რეჟიმის პირობებში ბინა არ იძებნება, ხოლო მის სამსახურში მყოფ ადვოკატებს, მომღერლებს, პროპაგანდისტებს რამდენიმე ბინას ჩუქნიან. შევარდნაძესაც ჰყავდა ასეთი მომღერლები და სასახლის კარის პოეტები, ისე ჰყავს ოცნების რეჟიმსაც. კალაძემაც ეს ესტაფეტა აიტაცა. ახლა ქალაქში ყველა ლაპარაკობს, რომ ვიღაც მომღერალს, რომელსაც არაფერი აკლია, კახი კალაძე აგარაკს უშენებს მცხეთაში. რა, ახლა, ფრიდი მერკურია ის მომღერალი? ივანიშვილსაც ასეთი მიდგომა აქვს. თუ მის რეჟიმს წაადგება, ცხრა ბინა რომ ჰქონდეს, მეათეს აჩუქებს. როგორც რუსები იტყვიან, ფაფა კარაქით არ ფუჭდებაო. კარაქიან ფაფას დღეს მხოლოდ ოლიგარქიის მსახურები მიირთმევენ, მაშინ როდესაც კარაქიანი ფაფა ნახევარ მილიონზე მეტ ბავშვს სანატრელი აქვს საქართველოში.
ოცნების რეჟიმი წოწორიების ნაირებს კი არ უხდის მადლობას, აგერ, კობახიძემ მაჭუტაძეს, ხაბულიანს, და-ძმა ჩხეიძეებს, ბაჩუკი ქარდავას უპრინციპო და სამარცხვინო ვაიპოლიტიკანებს გადაუხადა მადლობა. ოცნებისთვის მთავარია, მისი მოკავშირე და მხარდამჭერი გახდეს, ეშმაკსაც გაურიგდება. სააკაშვილისა და ივანიშვილის ადვოკატების გასაგონად მინდა ვთქვა: თქვენ ადვოკატები არ ხართ. თქვენ ფილმ „ეშმაკის ადვოკატების“ გმირები ხართ.
ამასწინათ სააკაშვილის რეჟიმისგან რეპრესირებული ქალი შემხვდა, რომელსაც შვილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უწევს. ვკითხე, როდის გამოგყავს ბავშვი კლინიკიდან-მეთქი და მიპასუხა, სად წავიყვანოო. ის თავად შეკედლებულია ციხეგამოვლილ ცნობილ ადვოკატ ფატი კიპაროიძესთან, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ოთხი შვილის დედამ ფატი კიპაროიძემ მას კარი გაუღო, ადამიანმა, რომელსაც თვითონ უჭირს. ამ დროს რამდენი იქნება ისეთი იმ ნაპატიმრალი ქალის ირგვლივ, რომლებსაც სახლები დაკეტილი აქვთ და იმას არ ეტყვიან, მოდი და დროებით ჩვენთან იცხოვრეო. ასეთები სუფრებთან ადამიანობაზე, ჰუმანურობაზე, კაცთმოყვარეობაზე და სიკეთეზე მაღალფარდოვანი სიტყვებით ამბობენ სადღეგრძელოებს.
სააკაშვილის პატიმრების მძიმე ყოფით მდგომარეობაზე ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
ერთ უკანონო პატიმარს, ძალიან განათლებულ ადამიანს ქეთი რურუას ერთადერთი ვაჟი მოუკვდა. როცა მობილურზე კარგა ხნის შემდეგ დავურეკე და მოვიკითხე, მითხრა, ტაქსი დავიქირავე და ვტაქსაობო, რათა ორი კაპიკი მოვაგროვო და ორმოცი გადავუხადო ჩემს შვილს ოთოსო. ჰოდა, ამის შემდეგ გეტყვიან, ომი გინდათ? ომი გინდათ? სოციალური ომი არ არის ეს საკუთარი ხალხის მიმართ?
სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისგან გასამართლებული 300 ათასი ადამიანის აბსოლუტურ უმრავლესობას სიღარიბეში უხდება ცხოვრება. მხოლოდ უმცირესობა ცხოვრობს კარგად, ფუფუნებაში, რომლებსაც საპროცესოთი მილიონები გადაახდევინეს ნაცებმა და მათ ქონებას არაფერი დაკლებია. ეს მათი ფული კი არ იყო, მამა-პაპისგან დატოვებული, შევარდნაძის ტირანიის დროს საზოგადოებას მოპარეს. არც უდარდიათ, რადგან მათ სააკაშვილმა ფულის კეთების საშუალება კვლავ მისცა. აკაკი ჩხაიძისა და გია ჯოხთაბერიძის ქონებას რა უნდა შეტყობოდა. ღარიბი ფენის წარმომადგენლები კი ციხეში ამოალპეს და გარეთ რომ გამოვიდნენ, ციხეში წლობით ცხოვრებამ მათი ოჯახის წევრებს უკანასკნელი საცხოვრისიც კი გააყიდინა.
ამ წერილის ბოლოს მინდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მივმართო: „ბატონო პრეზიდენტო, რა დამსახურებისთვის მიეცით კვლავ უკრაინის მოქალაქეობა ფაშისტ სააკაშვილს? ან რაში გჭირდებათ ზურაბ ადეიშვილი, გვერდით რომ გყავთ, რომელიც ადვოკატებს და ყველა პროფესიის ადამიანებს პოლიტიკურ და სოციალურ რეპრესიებს უწყობა. რომელმაც ასეულობით ადვოკატს ციხეში უკრა თავი. ასეთი მოქმედებები ხომ უკრაინის სახელმწიფოს დისკრედიტაციას ახდენს. ამიტომ გაემიჯნეთ სააკაშვილსა და ადეიშვილს, თუნდაც ერთი ადვოკატის ვილერ წოწორიას წამების და ტრაგედიის გამო.
ნაცებო და ქოცებო, თქვენ დიდი სახალხო მრისხანება გელოდებათ. თქვენ ერთად ქმნით ნამდვილ სახალხო რევოლუციის საფუძვლებს, რომელიც საქართველოს გაწმენდს თქვენნაირი პოლიტიკანებისგან და თუ ქართველი ხალხი თავის ძალას არ აჩვენებს ოლიგარქებსა და ფაშისტებს, როგორც განსაცდელში ვილერი წოწორია მიატოვა მოქალაქეობრივი ღირსებების არმქონე ცოლმა, ისე მიგატოვებენ თქვენც თქვენი ცოლები და ქმრები, თუ დარაზმულები არ იბრძოლებთ. იცოდეთ, სათითაოდ გაგანადგურებენ ფაშისტები, ოლიგარქები და იმპერიალისტები. თქვენ უნდა შექმნათ ხალხის ძალა და არა ივანიშვილის ქისაზე ჩამოკიდებულმა პოლიტიკურმა კლიენტურამ. ამიტომ ჩემი რჩევაა, მოემზადოთ და დაირაზმოთ დიდი სახალხო ბრძოლისთვის”.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close