პოლიტიკა

უნდა ესმოდეს, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა ილაპარაკოს – დავით სერგეენკო შალვა ნათელაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებას  გამოეხმაურა. ადამიანს, რომელსაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, არ შეიძლება, არ ესმოდეს, მით უმეტეს იურისტს, რომ დიპლომატზე თავდასხმა არის თავდასხმა, იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, ნათელაშვილს უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი ლაპარაკი მიზანშეწონილი არ არის.

„ელჩი არ წარმოადგენს პირად მოსაზრებებს, წარმოადგენს იმ ქვეყნის პოზიციებს, ვინც მოავლინა. არ მინდა, შალვა ნათელაშვილის რეკლამა გავწიო და ანალიზი დავიწყო, რა თქვა და როგორ, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა ილაპარაკოს. თუ ლაპარაკობს, მის განსჯას არ დავიწყებ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც კელი დეგნანია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი.

„ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი, რა ბრძანებებს იძლევა. საინტერესოა, სად იპოვა ბიძინამ ასეთი კანდიდატურა ამხელა ამერიკაში? ჩემის მხრივ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა განსაკუთრებით „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ პირადად მასთან იყო შეთანხმებული და სწორედ მისგანაა ვიზირებული. ამიტომ მოიკლა თავი და აიძულა ოპოზიციის ნაწილი, სამარცხვინო ულტიმატუმზე მოეწერათ ხელი“, – წერს შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close