ეკონომიკა

სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ კომპანიის აქციები და თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე – მამუკა ხაზარაძე

ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში.

„ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში.

მიზეზი – კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული „ალფა ჯგუფის“ აქციონერობაა.

„ალფა ჯგუფს“ კომპანია „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ „იმედის“ დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს.

გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან:

სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.

მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button