რეგიონები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ ილჰამ ალიევს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მას თბილისის საერთასორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დახვდა.

ილჰამ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

„შატო მუხრანში” საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ილჰამ ალიევი თბილისში ბოლოს 2015 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button