სხვადასხვა
საუდის არაბეთმა არგენტინა 2:1 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის პირველ მატჩში საუდის არაბეთმა არგენტინა 2:1 დაამარცხა.
მატჩის ანგარიში მე-10 წუთზე ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით არგენტინელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ გახსნა.
პირველი ტაიმი არგენტინელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი საუდელებმა 5-წუთიან მონაკვეთში ორი ბურთის გატანა შეძლეს და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
ამავე ჯგუფში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მექსიკა და პოლონეთი დაუპირისპირდებიან.