მსოფლიო

რუსეთში სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 1 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული – „ბიბისი“

„ბიბისის” ცნობით, მოსკოვის პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ პროტესტის გამართვისთვის ან მასში მონაწილეობისთვის სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა იქნება.

რუსეთის მასშტაბით სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 1 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას „ბიბისი“ რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაცია OVD-info-ში განაცხადეს, რომ რუსეთის 38 ქალაქში გამართულ აქციებზე სულ მცირე 1 335 ადამიანი დააკავეს.

ყველაზე მეტი ადამიანი მოსკოვში და პეტერბურგში გამართულ აქციებზე დააკავეს. პროტესტები გაიმართა ასევე ირკუტსკში, ომსკშიუფაში, ეკატერინბურგში და სხვა დიდ ქალაქებში.

აქციები რუსეთის ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

„ბიბისის” ცნობით, მოსკოვის პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ პროტესტის გამართვისთვის ან მასში მონაწილეობისთვის სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა იქნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button