მსოფლიო

პუტინი, ალიევი, ფაშინიანი – სოჭში სამხრივი შეხვედრა გაიმართება

ასევე დაგეგმილია პუტინის პირისპირ შეხვედრა როგორც ნიკოლ ფაშინიანთან, ისე ილჰამ ალიევთან

სოჭში დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოლაპარაკებები გაიმართება.

როგორც რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, სამმხრივი შეხვედრა რუსეთის ლიდერის ინიციტივით ჩატარდება და ის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების ხელმოწერის ერთი წლის იუბილეს ეძღვნება.

კრემლის ინფორმაციით, მხარეები 2020 წლის 9 ნოემბერსა და 2021 წლის 11 იანვარს გაფორმებულ შეთანხმებებს განიხილავენ და ასევე, განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს, რომლებმაც რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი.

პუტინის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ასევე დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა როგორც ნიკოლ ფაშინიანთან, ისე ილჰამ ალიევთან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button