Sliderპოლიტიკა

პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო

ყოველ კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს - ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი იმიტომ, რომ არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როდესაც პირიქით გთხოვენ, ამ მიმართულებით ჩვენ მეტი გარანტიები მივცეთ, ვიყოთ უფრო დემოკრატიული და უფრო ევროპული.

„მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის არ ვარგა ვეტოს გამოყენება და მერე დაძლევა, მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას და ამდენად ადამიანის უფლებების შეზღუდვას და ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად არაფერს, მაგრამ ამას ვიყენებ და ყოველ კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს – ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი იმიტომ, რომ არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როდესაც პირიქით გთხოვენ, ამ მიმართულებით ჩვენ მეტი გარანტიები მივცეთ, ვიყოთ უფრო დემოკრატიული და უფრო ევროპული. ჩემი დღევანდელი სათქმელი ეს არის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.

პროექტის ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რესან კონცელიძე, გია ბენაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ეკა სეფაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ხელაშვილი და კახა კახიშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close