პოლიტიკა

თქვენი ევროპელობა არ გაიშვა, აი, ამათ თავზე დეპოლარიზაციის წაკითხვა რამდენად არის შესაძლებელი, ეს არის საკითხავი – ღუდუშაური ნაცმოძრაობას

„პატრონი არ ჰყავდა ქვეყანას და ვერავის პოულობდნენ 2008 წელს იმისათვის, რომ გვეკითხა, როგორ უნდა მოვიქცეთ, იარაღი ავიღოთ, ვიომოთ, ვიბრძოლოთ, თუ რა ვქნათ ? დღეს კი, გამოდიან და რაღაცებზე საუბრობენ. აი, ამათ თავზე დეპოლარიზაციის წაკითხვა რამდენად არის შესაძლებელი, ეს არის საკითხავი. მინდა მივმართო საზოგადოებას და თქვენ, ძალიან აჟიტირებულები რომ იყავით, როგორ მიგყავდათ ქვეყანა, ახლა რომ გახდით თითქოს ევროპელები, ყავარჯნიანი კაცით მიგყავდათ, მეგისა ქარდავას მიერ გაუპატიურებული ხალხით მიგყავდათ, ციხეებში გაუბედურებული ხალხით მიგყავდათ, თუ როგორ შეგყავდათ ხალხი ევროპაში? თქვენი ევროპელობა არ გაიშვა, თქვენ ევროკავშირში კი არა, არსად მიგიღებდნენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა პრემიერ – მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ და ირაკლი ღარიბაშვილს “მოხევეებისგან მადლობა გადასცა მისი გონივრულობისა და ღირსეულობისთვის“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close