Sliderსაზოგადოება

მაქვს კი ისეთი ცხოვრება, თვეში სამჯერ დარიცხული თანხა რომ გადავიხადო, თან ნახევარჯერ წყალი რომ არააა, ისე? – მერი ბერიანიძე

იურისტი მერი ბერიანიძე სოცქსელში აქვეყნებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან მიღებულ წერილს და წერს:

“აბა შენსკე როგორაა საქმე.
გარდა იმისა რომ ძალიან ხშირად წყდება წყალი თვის ბოლოს აღრიცხვა ძალიან უცნაურად დაიწყეს.
1)მესიჯით გვაცნობებენ რომ შეგვიძლია გავაგზავნოთ ჩვენება ნომერზე 90111 ან *303#
2)სატელეფონო შეტყობინებით მითხრეს რომ აღარ მოვა აღმრიცხველი და მე უნდა გავაგზავნო 20 დან 25 მდე ზემოთმითითებულ ნომრებზე.
ასე გავაკეთე უკვე 2 თვეა,-მაგრამ
1. მოვიდა ჩვენება თვითნებურად დარიცხული (გადავიხადე)
2 .უკვე გაგზავნილი მქონდა ისიც მოვიდა (გადავიხადე)
3. მოვიდა აღმრიცხველი, 3 თვეში ერთხელ უნდა მოვიდე და ახლა დაემთხვაო, დამაწერეს (გადავიხადე) მოდი და ნუ გადაიხდი 🤔🤔🤔🤔ჩაგაბნელებენ.
გავაპროტესტე სიტყვიერად ადგილზე.
დავაკორეკტირებთ ნუ ნერვიულობთო (არა და ყველამ ვიცით მათგან კორექტირებული ზევით ზევით რომ მიდის)
დავწერე განცხადება და მოვითხოვე
1 არ მოვიდეს აღმრიცხველი
2 მე თავად მივაწვდი ნომრებზე ჩვენებებს ყოველი თვის 20 დან 25 მდე
3. თუ არ მივაწვდი თავად დამარიცხონ თვითნებურად(ამის უფლებაც დავუტოვე
და აი პასუხი.
ვერ ,,მივხვდი ,, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (ენისგასატეხი კომპანია) ლიცენზიატი (ში) რას გულისხმობდა და დავრეკე პასუხი ქართულად აეხსნათ.
მითხრეს რომ ლიცენზიატი,როგორც აღმრიცხველი ისეაო🤔🙄😏 და ,,ამოვისუნთქე,,.😃😃ლიცენზიატი ყოფილა აღმრიცხველი, კარგია ოპერატორს მაინც ახსოვს ქართული😣
თუმცა დამიდასტურა რომ შემიძლია მე მივაწოდო ყოველთვიურად ჩვენება.
კითხვაზე აბა რატო მწერთ ასე მეთქი ქალბატონ ხათუნა მაყიშვილს მისწერე მეილზეო.
ტელეფონის ნომერი მოვითხოვე.
ვერ გავცემ უფროსის ტელეფონის ნომერსო.
აბა მე მეილი არ მაქვს და როგორ დავუკავშირდე რომ გავიგო განცხადება დამიკმაყოფილდა თუ არა მეთქი იმიტომ რომ ეს ორაზროვანი პასუხია და ისევ 3 ჯერ რომ დამაწეროთ გადასახადი რა ვქნა მეთქი
შექმენით მეილი მე ნომერს ვერ მოგცემთ კარგად ბრძანდებოდეთო
ახლა გეკითხებით.
მაქვს კი ისეთი ცხოვრება თვეში სამჯერ დარიცხული თანხა რომ გადავიხადო თან ნახევარჯელ წყალი რომ არააა ისე.
ან ის რომ მეილი მქონდეს სულ ცოტა ინტერნეტი მინდა,ტელეფონი მინდა და მეილის მოხმარება რომ ვიცოდე ისიც მინდა.იქნებ ვინმემ მირჩიოთ როგორ მოვიქცე,ანუ როგორ იქცევი შენ?” – წერს მერი ბერიანიძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button