ეს საინტერესოა

მათი შეხვედრა ბედისწერამ განსაზღვრა – ერთ დღეს დაბადებული წყვილები (ფოტო)

 

ამ წყვილებს თამამად  შეუძლიათ განაცხადონ, რომ მათი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა და მათი ერთად ყოფნა ბედისწერამ განსაზღვრა. ნახეთ ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ერთ დღეს დაიბადნენ.

Майкл Дуглас и Кэтрин Зета-Джонс | Фото: kp.ru

მათ ქორწინებას იდეალურს უწოდებენ, ხოლო მათ წყვილს ჰოლივუდში ყველაზე ლამაზს და მყარს. ამ ურთიერთობამ დროის და მძიმე დაავადების გამოცდას გაუძლო. მსახიობები მაიკლ დუგლასი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი 20 წელია, ერთად არიან, რაც ჰოლივუდში იშვიათად ხდება. ამბობენ, რომ მათი შეხვედრა ბედისწერამ განსაზღვრა – ისინი ხომ ერთი და იგივე დღეს, 25 სექტემბერს დაიბადნენ, მხოლოდ 25 წლიანი სხვაობით. როცა ერთმანეთი გაიცნეს, მაიკლ დუგლასი დაქორწინებული იყო, მაგრამ პირველივე დღეს გამოაცხადა, რომ სურდა ქეთრინის შვილების მამა გამხდარიყო. 1999 წელს მსახიობებმა საზოგადოებას ნიშნობის შესახებ ამცნეს.

Рожденные в один день супруги-актеры | Фото: kp.ru

იმის გამო, რომ დუგლასს ჰოლივუდის პირველი მექალთანის სახელი აქვს, ქეთრინმა საქორწინო კონტრაქტის გაფორმება მოითხოვა, რომლის თანახმად, ღალატის და განქორწინების შემთხვევაში დუგლასი ცოლს ყოველწლიურად 3 მილიონ დოლარს გადაუხდის. მოგვიანებით გაირკვა, რომ კონტრაქტის დადებას აზრი არ ჰქონდა – ქორწინების შემდეგ მაიკლმა სხვა ქალების მიმართ ინტერესი დაკარგა. წყვილს ორი შვილი შეეძინა და 2010 წლამდე ბედნიერად ცხოვრობდა, სანამ მაიკლს ყელის კიბო არ დაუდგინდა. ქეთრინი მთელი ავადმყოფობის მანძილზე ქმარს გვერდიდან არ მოშორებია. სტრესისა და ნერვული დაძაბულობის გამო, მას ბიპოლარული აშლილობა განუვითარდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის რამდენიმე კურსი ჩაიტარა. საბოლოოდ, წყვილი ყველა განსაცდელს გაუმკლავდა თავს ბედნიერად გრძნობს. ”ჩვენ არ ვართ მხოლოდ წყვილი, რომელმაც ყველა განსაცდელს გაუძლო, ჩვენ ვართ წყვილი, რომელიც განსაცდელმა კიდევ უფრო ბრძენი და ძლიერი გახადა“ – განაცხადა ქეთრინ ზეტა ჯონსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

Майкл Дуглас и Кэтрин Зета-Джонс с детьми | Фото: kp.ru

მომღერალი შაკირა და მისი მეუღლე, ფეხბურთელი ჟერარ პიკე ერთ დღეს – 2 თებერვალს დაიბადნენ. წყვილმა ერთმანეთი 2010 წელს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიცნო და  იმის მიუხედავად, რომ მომღერალი ფეხბურთელზე 10 წლით უფროსია, შეხვედრისთანავე ბობოქარი რომანი გაჩაღდა. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა, თუმცა დაქორწინებას არ ჩქარობს. შაკირა აღიარებს, რომ ქორწინების საკითხი მისთვის დიდი ხანია, უმნიშვნელოა.

Футболист Жерар Пике и певица Шакира | Фото: ru.hellomagazine.com

”ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ და ბევრი საერთო გვაქვს – ერთ დღეს აღვნიშნავთ დაბადების დღეს, ემოციებით სავსე ვართ და ვცდილობთ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. ორი შვილის ყოლა უკვე მაძლევს საშუალებას, რომ თავი გათხოვილ ქალად ვიგრძნო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრება და კარიერა მთლიანად ერთმანეთზეა ორიენტირებული. არ მგონია, რომ ფარატინა ქაღალდს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”.
Жерар Пике и Шакира с детьми | Фото: ru.hellomagazine.com, clutch.ua

Жерар Пике и Шакира с детьми | Фото: ru.hellomagazine.com

Футболист Жерар Пике и певица Шакира | Фото: elle.ru

ვარსკვლავური წყვილი – ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი წლების მანძილზე დაბადების დღეებს ერთად აღნიშნავდნენ. სიმპათიური ბანდერასი ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა შორის, რაც მის ასაკით უფროს ცოლს ყოველთვის მოსვენებას უკარგავდა. საბოლოოდ, 18 წლიანი ქორწინება სწორედ მელანი გრიფიტის ეჭვიანობის, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის გამო დაინგრა.

Мелани Гриффит и Антонио Бандерас | Фото: womanhit.ru ru.hellomagazine.com

Мелани Гриффит и Антонио Бандерас | Фото: ru.hellomagazine.com

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close