მსოფლიო

დონალდ ტრამპმა 11 კილოგრამი დაიკლო და გახდომის საიდუმლო გაამხილა

აშშ -ს 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ 11 კილო დაიკლო, რაც მედიას შეუმჩნეველი არ დარჩენია.

„ის თავს მშვენივრად გრძნობს – დასვენებულია, გარუჯულია და გაცილებით ბედნიერად გამოიყურება“ – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, ჯეისონ მილერმა 10 ოქტომბერს GB News– თან ინტერვიუში.

წამყვანის კითხვას – როგორ მოახერხა დონალდ ტრამპმა წონის დაკლება, მილერმა ბუნდოვანი პასუხი გასცა „ცოტაოდენი გოლფი და ბევრი საჯარო გამოსვლა“.

მილერმა ასევე დასძინა, რომ ზედმეტ წონასთან გამკლავებაზე დადებითად იმოქმედა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ სამზარეულოსთან სადღეღამისო წვდომის შეზღუდვამ.

2020 წლის ივნისში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების დროს  დონალდ ტრამპი 110 კილოგრამს იწონიდა. ექიმების დასკვნით, ექსპრეზიდენტის სიმაღლის გათვალისწინებით, ეს წონა სიმსუქნის ნიშანია.

აშშ -ს ყოფილ ლიდერს სწრაფი კვების პროდუქტებისა და ტკბილეულის სიყვარული არასოდეს დაუმალავს. 2019 წლის იანვარში მან თეთრ სახლში გამართული სადილისთვის სამასი ბურგერი შეუკვეთა და სოციალურ ქსელებში დაცინვის ობიექტად იქცა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close