Slider

„სახის დაკარგვაა 7 წელი ჯერ „ნაცების“ პიარს რომ აკეთებ და შემდეგ – „ქოცების“

 

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძის შესაძლო დანიშვნას არხიდან გათავისუფლებული ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება მუდმივმა მონამ კურიერი აკეთოს:

„შევარდნაძის დროს რომ შევარდნაძის ნიუსს აკეთებ, სააკაშვილის დროს- სააკაშვილისას.
ბიძინას დროს ბიძინას ნიუსში რომ უნდა იმუშაო, რა ფენომენია?
მუდმივი მონობა როგორ შეიძლება ადამიანს მოსწონდეს და მუდმივმა მონამ როგორ შეიძლება კურიერი აკეთოს. ამ თემაზე მოგვიანებით ვრცლად და ბევრს დავწერ. თავისი პრემიებით და ამბებით“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„რუსთავი 2“-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადება ნინო შუბლაძემაც გაავრცელა და ყველას, მათ შორის, „სახედაკარგულებსაც“ მიმართა:

“სალამი ყველას , სახედაკარგულებსაც! “პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ …
მეორე დღეა ვყურებ სრულ ისტერიას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ … ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად … არც ახლა გადავალ ამ ზღვარს….ამიფეთქდა ტელეფონი – თქვენი პიროვნული გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა – საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს” – წერს ნინო შუბლაძე.

შუბლაძის განცხადებიდან ცოტა ხანში, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვყენა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელმაც შუბლაძე არ ახსენა, მაგრამ პასუხი აშკარად მას გასცა.

„მე ახლა უნდა მოვყვე, რას ნიშნავს სახის დაკარგვა.

წლები რომ თანაცხოვრობ ადამიანებთან, მეგობრობ, ახლობლობ, დღესასწაულებს ერთად ატარებთ. გარდა იმისა, რომ მათ პიარს აკეთებ და უცებ, 2012 წელს, ფერს ისე იცვლი, რომ იგივე ჟანრში ცხოვრობ ახალ ხელისუფლებასთან. ივიწყებ ყველას, ვისთანაც გიმეგობრია, უფრო მეტიც, ტელეფონზე არ პასუხობ შენს მეგობარს, რომელსაც სუსი პარავს თანამშრომლებს და არ პასუხობ იმიტომ, რომ ვერ უტეხავ ახალ ხელისუფლებას, რომელსაც ამის გამჟღავნება სურს. სახის დაკარგვაა მეგობრის ასეთ განსაცდელში დატოვება და სახის დაკარგვაა მეგობრისთვის „კურიერის“ აბუნტება. (დეტალებს არ დავწერ)

სახის დაკარგვაა, მეგობარს რომ გიჭერენ და პროცესზე არ მიდიხარ, ხელისუფლებას რომ არ ეწყინოს.

სახის დაკარგვაა 7 წელი ჯერ „ნაცების“ პიარს რომ აკეთებ და შემდეგ – „ქოცების“.

სახის დაკარგვაა, როცა ყველა ხელისუფლებისთვის ხიდი ხარ ნიუსში.

სახის დაკარგვაა, როცა ამის შემდეგ მიდიხარ იმ სამსახურში, რომელიც შენი ყოფილი თანამშრომლების გაშავებითაა დაკავებული.

და გულის დაკარგვაა, როცა შენი მეგობრების სამარცხვინოდ გაყრის შემდეგ სალია მიდის „ნიუსრუმში“ და ამბობს, რომ მზად ხარ, მიხვიდე, თუ გუნდი მიგიღებს.

ბუმერანგია, რომ გუნდი მიღებაზე უარს ამბობს.

p.s. მე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავდე სტატუსი, რომ არ დავინდობდი არავის, ვინც ამ გადამწყვეტ ბრძოლაში კრემლის მხარეს დადგებოდა. ვინც ბოლომდე გაარუსებდა არხს, რომელიც პროდასავლურ ღირებულებებზე, ძალიან ღირსეულმა ადამიანებმა შექმნეს.

მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ უნდა მივიდეს არხზე, მოუწევს ნანგრევებში გავლა.

ყველამ და ღირსეულებმა, ბიძინას ტელევიზიაში მუშაობაზე უარი თქვეს.“

ჩვენი ფილმი დასრულებულია.
გიტოვებთ მოსფილმს“ – წერს ჟორჟოლიანი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close