საზოგადოება

„მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება 4 მილიონიან კომპენსაციას მიიღებს“

 

უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა.

ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით:

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია – სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება. ბეთანიის გაზე მომხდარი ავარია საქართველოში გადაღებულ 10 წუთიან მონაკვეთის ერთადერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ იქნება.

26 აგვისტოდან  3 სექტემბრამდე გადასაღები მოედანი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.

როგორც “კომერსანტისთვის“  გახდა ცნობილი, ამ დროს გადაიღებენ ფილმის იმ მონაკვეთს, როდესაც  მანქანა ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში შევარდება.

ჩვენთვის ასევე გახდა ცნობილი, რომ  Universal Pictures-ი ამ სცენაში ობიექტების მფლობელ კომპანიებს, სადაც მანქანა შევარდება მთლიანობაში  4 მლნ ლარს გადაუხდის.

“კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია კონკრეტულად რომელ სავაჭრო ობიექტზეა საუბარი.

ერმენეჯილდო ზენია, ჰუგო ბოსი, გარდერობი, პოლ & შარკი —  სავარაუდოთ, ეს იმ საერთაშორისო ბრენდების ჩამონათვალია, რომელთა მაღაზიებიც რუსთაველის გამზირზე მდებარებს. ამ  4 ბრენდს საქართველოში ერთი ოფიციალური წარმომადგენლი ჰყავს – შპს ვიქტორია-98.

კომერსანტის ინფორმაციით, მაღაზია, სადაც ძვირადღირებული, ბრენდული მაქნანა უნდა შევარდეს “პოლ & შარკია“. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განგვიცხადა, ფილმის გადამღებ ჯგუფს “პოლ & შარკთან“ დაკავშირებით  არანაირი მოლაპარაკება არ ჰქონიათ.

როგორც ცნობილია, Universal Pictures-ი ფილმის დეტალების გაუთქმელობასთან დაკავშირებით პარტნიორ კომპანიებთან ხელშეკრულებას აფორმებს.

შეგახსენებთ, რომ „ფორსაჟი 9“ის გადაღება 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„კომერსანტი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close