საზოგადოება

„Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა, დაველოდოთ სამედიცინო გამოძიების შედეგებს!“

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში მთავრობას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინციის დაწყებამდე სამედიცინო გამოძიების შედეგებზე დაკვირვებას ურჩევს, რომელიც Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანის გარდაცვალების გამო დაიწყო.

„23 ადამიანი, 80 წლის ზემოთ ასაკში გარდაიცვალა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ.

ვაქცინაციის პირველი მომხრე მე ვარ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა ფაქტების ინგორირება დაუშვებელია, დაველოდოთ სამედიცინო გამოძიების შედეგებს!

იმედია სასწორის ორი პინა სადაც რისკი და სარგებელია, რისკის მხარეს არ გადაიწონება!“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი განიხილება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close