პოლიტიკა

“ევროპული საქართველო” ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ევროპულმა საქართველომ „თიბისი“ ბანკის თემასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. დავით  ბაქრაძის განცხადებით: „დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება და უკვე გვაქვს უმცირესობის დეპუტატების ხელმოწერები, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია. საგამოძიებო კომისია ორი ძირითადი მიზეზით უნდა შეიქმნას, „თიბისი ბანკთან“ და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით – პირველი, ეს გახლავთ ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმე. „თიბისი ბანკი“ წარმოადგენს ამ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის. ამიტომ თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს, უნდა იყოს საპარლამენტო კომისიის განხილვის საგანი. ბრალდებები, რომელიც მოვისმინეთ გუშინ მამუკა ხაზარაძისგან წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ბრალდებებს მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ეს არის გაჟღერებული საკითხები, რომლის მიხედვითაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ მონაწილეობენ ბიზნესზე ზეწოლაში, შანტაჟში, ბიზნესის გამოყენებისთვის საარჩევნო მოსყიდვისთვის. ეს არის თემა, რომელზეც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტი უფლებამოსილია, შექმნას საგამოძიებო კომისია“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close