საზოგადოება

„დღეს შეურაცხყოფა მიაყენეს არა მარტო პატრიარქს, არამედ თითოეულ მორწმუნეს“ — ნინო ბურჯანაძე

“ფაქტი, რომელიც დღეს მოხდა არის ქვეყნის, ხალხის, ერისა და სარწმუნოების წარმოუდგენელი ღალატი. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ უკვე გადაყენებული მღვდელმთავრისგან  არის შეურაცხმყოფელი მთელი ერისთვის და მას ღმერთი განსჯის, თუმცა, მე ვფიქრობ,  რომ არც საზოგადოების განსჯა არ უნდა მოაკლდეს მას.  ვთვლი, რომ დღეს შეურაცხყოფა მიაყენეს არა მარტო პატრიარქს არამედ, თითოეულ მორწმუნეს. ამ ადამიანმა თავისი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა მთელ თაობებს, მთელ მრევლს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავი მართლა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის  შვილად მიაჩნია.  ესეთი რამის პატიება არის წარმოუდგენელი და მე ვთვლი, რომ ამას სასტიკი თუმცა სამართლიანი რეაგირება უნდა მოყვეს, როგორც საზოგადოების ასევე საპატრიარქოს მხრიდან.

როგორც ჩანს, საპატრიარქომ დააგვიანა რეაგირება ყველაფერ იმაზე, რაც ამ ბოლო პერიოდში ხდებოდა საპატარიარქოში და მის ირგვლივ. უკეთესი იქნებოდა რომ ყველაფერს ღიად დარქმეოდა სახელი თუნდაც პატრიარქის ან საპატრიარქოს მხრიდან. ამ შემთხვევაში ამდენს ვერავინ ვეღარ გაბედავდა” –  ნინო ბურჯანაძე.

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close