საზოგადოება

“სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი, ზვიად გამსახურდიას შემდეგ რომ არავის გაუვლია” – გვარამია

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნა არ დასცალდა და განსაწმენდელი არც იყო მისთვის საჭირო

სააკაშვილმა გაიარა ისეთი უმძიმესი განსაწმენდელი, ზვიად გამსახურდიას შემდეგ რომ არავის გაუვლია ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ  განაცხადა.

„სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია, შეასრულა, სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი ამ ქვეყანაში, არავის რომ არ გაუვლია ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ზვიად გამსახურდიას შემდეგ, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნა არ დასცალდა და ეს არც იყო მისთვის საჭირო. სააკაშვილმა რა შეცდომებიც დაუშვა, თუ როგორ იბრძოლა, თუ არ იბრძოლა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი. დღეს ის ჩემს თვალში, გაცილებით მაღლაა, ვიდრე ვარდების რევოლუციის დროს იყო. პირადი ამოცანა მას შესრულებული აქვს, ემოციური და მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს, მაგრამ აქ ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ პირადი რაღაც, საკუთარი თავი გაესუფთავებინა, ვიღაცას ჰგონია, რომ სჭირდებოდა, ვიღაცას ჰგონია, რომ არ სჭირდებოდა, ამას თავი დავანებოთ, აქ ჩამოვიდა, რადგან ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს. ეს ამოცანა, მისი აზრით, ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ძალიან, ასე ვთქვათ, შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში ეს ამოცანა შესრულებადია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close