საზოგადოება

“სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა, ძალიან მინდა მისი გაცნობა” – მეგრელიშვილი

მე მაქვს იქ შესვლის უფლება, მაგრამ მეორე მხრიდან ხომ უნდა იცოდე, რომ შენი ნახვა უნდათ

„მე ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა და ძალიან ბევრი საკითხი დარწმუნებული ვარ, როგორც დანარჩენ მოსახლეობას, მეც ასევე მაინტერესებს. მე მაქვს იქ შესვლის უფლება, მაგრამ მეორე მხრიდან ხომ უნდა იცოდე, რომ შენი ნახვა უნდათ, რაც მე მესმის იმ მედია საშუალებებიდან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” აკონტროლებს, ისინი ჩვენ მტრებად აღგვიქვამენ მაშინ, როდესაც ანალოგიური დამოკიდებულება არასდროს არ გვქონია – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

მე უბრალოდ არ მესმის, ადამიანი აგერ არის, არაფერი არ დაგვიშავებია, პირიქით და დაუმსახურებლად გლანძღავენ და ეს ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. რიგგარეშე არჩევნებს რომ ითხოვენ და ასე შემდეგ, შესაბამისად მე განცდა მაქვს, რომ ეს ხალხი საშიშროებაა ჩემთვის, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი კონგლომერატით, თავისი სამი ტელევიზიით. მე რომ მოვინდომო იქ შესვლა ძალიან არაადეკვატურად გამოვჩნდები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილიგან რომ იყოს ასეთი სურვილი, მე დიდი სიამოვნებით გავიცნობდი, რადგან საერთოდ მაინტერესებს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close