პოლიტიკა
ნიკა მელიას საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდა
საქართველოს საკანონომდებლო ორგანომ დააკმაყოფილა ნიკა მელიას განცხადება და, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. დადგენილებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე არც ერთი კანონმდებელი არ ყოფილა.
იქამდე, საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. სწორედ კომიტეტის 17 სექტემბრის დასკვნა განიხილეს პლენარულ სხდომაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, საკუთარი სურვილით, სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება პარლამენტში 3 აგვისტოს წარადგინა.
20 ივნისის საქმის გამო, ოპოზიციონერ მელიას დეპუტატის მანდატი ერთხელ უკვე ჩამოართვეს.