პოლიტიკა

„ზის თავისივე აშენებულ ციხეში, სადაც მისი ბრძანებით პატიმრებს აწამებდნენ, კლავდნენ და ტელევიზორს ითხოვს მანიაკი..“

“ქართული მარში”-ს ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

“სააკაშვილი ტელევიზორს ითხოვსო.
2011 წელია-გლდანის ციხე-ტელევიზორი კი არა რადიოსაც არ ართვევინებენ არავის 10 საათის შემდეგ
ჩართავ რადიოს და რეჟიმის უფროსი ოლეგა ფაცაცია (თავის კაციჭამიებთან ერთად) დალეწავს მთელს კამერას,პატიმრებს კარცერში ჩაიყვანს და იქ არაადამიანურად აწამებს
საქართველო-ხორვატიის მატჩის დღე დადგა-ციხის უფროსმა “ქილერამ” პატიმრებს “პატივი გვცა” და 11 საათამდე დაგვრთო რადიოს დაბალ ხმაზე ჩართვის უფლება
მატჩის ბოლო წუთებზე კობიაშვილს გააქვს გოლი-ზედა სართულზე 20-25 წლის ბიჭების კამერაა-ერთ ერთმა სიხარულისგან დაიყვირა – გოოოოლ
აი მანდ დაიწყო საშინელება.დაახლოებით 15 წუთში “კორპუსზე” ქილერა, ფაცაცია, ბასტი, ბუბუ და სხვა სადისტები შემოვარდნენ. მთელი ღამე ლეწავდნენ კამერებს, ბიჭებს ცემდნენ, აწამებდნენ – ცოდვის კალო დაატრიალეს. ასეა დროება, დრონი მეფობენ და არა მეფენი
ზის თავისსავე აშენებულ ციხეში, იქ სადაც მისივე ბრძანებით პატიმრებს აწამებდნენ, კლავდნენ და ტელევიზორს ითხოვს მანიაკი.
ისე კი არის ღირსი რომ კასტილიანი მიუშვა და ქურდი ვარ ქურდიო აძახებინო სახალხოდ- მაგრამ ჩვენ ხომ მიშები არ ვართ“- წერს სანდრო ბრეგაძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close