საზოგადოება

სადღესასწაულო დღეებში კლინიკებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 700-მდე ადამიანი მოხვდა

სადღესასწაულო დღეებში საქართველოს მასშტაბით ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მიზეზით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების სტატისტიკა გაიზარდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, 2021 წლის 2 მაისიდან და 4 მაისის დილის 10:00 საათამდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 785 შემთხვევა. აქედან ჰოსპიტალიზირებულია 658 ადამიანი.

აღნიშნული შემთხვევები შემდეგი რაოდენობით გადანაწილდა: თბილისი – 281 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 226. საქართველოს დანარჩენი რეგიონები – 504, ჰოსპიტალიზაცია – 432.

დასახელებულ პერიოდში მოიმატა კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევებმაც. ამ მიზეზით ცენტრში 411 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც 194 ჰოსპიტალიზაციით დასრულდა. მათგან: თბილისი – 121 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 27, საქართველოს სხვა რეგიონები: 290 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 167

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close