Slider

როგორ შეიცვალა ჩვენი პლანეტა 40 წლის განმავლობაში – შოკისმომგვრელი ფოტოები დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან

ცვლილებები ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ ყველას გვინდა, რომ ისინი პოზიტიური იყოს და არა პირიქით, მაგრამ სურვილი ყოველთვის რეალობას არ შეესაბამება. Google Earth- ის ფოტოკოლაჟი  შეგვახსენებს, რომ კაცობრიობას ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი, რომ აანაზღაუროს ზიანი, რომელიც ადამიანებმა პლანეტას მივაყენეთ. ამ ცვლილებების ნახვისას შეიძლება ეჭვიც შეგეპაროს, შესაძლებელია საერთოდ რამის გამოსწორება თუ არა..

YouTube- ზე გამოქვეყნდა ვიდეოების სერია, სადაც ნაჩვენებია, 1984 წლიდან 2020 წლამდე რამდენად შეიცვალა დედამიწა და ეს შოკისმომგვრელია..

მატო გროსობრაზილია

ბრაზილიაში, მატო გროსოს შტატი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ულამაზესი სავანებითა და ტროპიკული ტყეებით. მის ტერიტორიაზე მდებარეობს პანტანალის ნაკრძალის დიდი ნაწილი, რომლის ფლორა და ფაუნა სრულიად უნიკალურია. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ხანძრების გამო  მატო გროსოს დიდი  პრობლემები შეექმნა.

Мату-Гросу изменился кардинально.

მეცნიერთა მონაცემებით, 2004 – დან 2011 წლამდე მატო გროსოში გარემოს ზიანმა ყოველწლიურად 0,76% შეადგინა. ბუნების მსოფლიო ფონდმა ეს რეგიონი მოწყვლადი ტერიტორიების ნუსხაში შეიტანა.

გასული წლის შემოდგომაზე ბრაზილიაში ტყის ხანძრები მძვინვარებდა. ხანძარს ვერც მატო გროსოს შტატის ბუნებრივი პარკში გადაურჩა.  შარშანდელმა ხანძარმა ბრაზილიის ამაზონში 50% -ით მეტი ტყე გაანადგურა, ვიდრე 2019 წლის ხანძრის დროს.

კოლუმბიის მყინვარი ალასკაში, აშშ

კოლუმბია დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მყინვარია, რომელიც 1980 წლიდან მოყოლებული, სწრაფად დნება. ამ პროცესის შედეგად, ოკეანეში იმდენი მტკნარი წყალი ხვდება, რამდენსაც ერთი ამერიკული შტატი  წელიწადის მანძილზე მოიხმარს.

Ледник на Аляске уже не тот...

შანხაი, ჩინეთი

შანხაი უდიდესი ინდუსტრიული ცენტრია, რომელსაც ჩინეთის ეკონომიკურ დედაქალაქს უწოდებენ. ქალაქში ინდუსტრიული წარმოების მასშტაბის ზრდა 1949 წლიდან დაიწყო. დღეს ამ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში დაახლოებით 13 ათასი საწარმო მუშაობს, რომელიც ჩინური პროდუქციის დაახლოებით, 7% -ს აწარმოებს.

Шанхай сильно изменился, и это отчетливо видно на фото со спутника.

ამასთან, შანხაი ქვეყნის ქიმიური მრეწველობის ცენტრადაც ითვლება. მისი საწარმოები აწარმოებენ მინერალურ სასუქებს, ქიმიურ ბოჭკოებს და ფარმაცევტულ პროდუქციას.

გრენლანდიის ყინულებ

ოდესღაც ყინულით დაფარული და სუსხიანი გრენლანდია თანდათან თბება..  უკვე რამდენიმე წელია, რაც გრენდანდიაში ზაფხული უფრო და უფრო ხანგრძლივი ხდება. შედეგად,  გამდნარი ყინულის საფარი ზამთარში სრულად აღდგენას ვერ ასწრებს. თუ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის უმეტესობა გლობალური დათბობის შედეგებს განსაკუთრებით ვერ გრძნობს, გრენლანდიელები ამას ყველაზე კარგად ხედავენ.

Остров Гренландия теперь гораздо меньше покрыт льдом.

იმოანდრეფანა, მადაგასკარი

მადაგასკარზე სერიოზული ეკოლოგიური პრობლემებია, რომელთაგან მთავარი ტყეების სწრაფი განადგურებაა და ეს მკაფიოდ ჩანს აციმო-ანდრეფანას რეგიონის მაგალითზე. ეკოლოგიური პრობლემების მიზეზია ნიადაგის ეროზია და დეგრადაცია, ასევე ნაგვის მოცულობის ზრდა და ნარჩენების არასწორი მართვა.

Эта часть Мадагаскара была некогда зеленой, а стала рыжей.

მადაგასკარის ტყეებს ხანძრები ანადგურებენ, ხოლო ტყის ბინადრებს ბრაკონიერები. ეკოლოგიური პრობლემების გამო, ფლორისა და ფაუნის მრავალი სახეობა განადგურების საფრთხის წინაშეა. ტყეები, რომლებიც ოდესღაც კუნძულის მესამედს ფარავდნენ, ახლა ან გაჩეხილია, ან გადამწვარი ან ბუჩქნარად ქცეული.

პროვინცია სარა, ბოლივია

1990 -დან 2000 წლამდე ბოლივია ყოველწლიურად, საშუალოდ, 173 994 ჰექტარ ტყეს კარგავდა, ხოლო 2000- დან 2010 წლამდე ეს მაჩვენებელი  243 120 ჰექტრამდე გაიზარდა. ადგილობრივი ტყეებს ძირითადად, სასარგებლო წიაღისეულის ინტენსიური მოპოვება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ანადგურებს.

Провинция Сара в Боливии в 1984 и в 2020 году

1984 წელს ბოლივიის სარას პროვინცია ტყით დაფარული მწვანე ზონა იყო, ახლა კი გადახნული და საცხოვრებელი სახლებით სავსეა.

არალის ზღვა, ყაზახეთი

დღეისთვის არალის ზღვიდან იმის 10% დარჩა, რაც 60 წლის წინ იყო. ზღვის ფართობის შემცირება ფართომასშტაბიანი სარწყავი პროექტის ამუშავებას მოჰყვა, რაც ამ რეგიონებში ბამბის ინდუსტრიის განვითარებას უკავშირდება. პროექტის ამუშავებას ზღვის ფართობის შემცირების გარდა, ზღვის ბინადრების დაავადება და სიკვდილიანობაც მოჰყვა.

Аральское море существенно уменьшилось и продолжает уменьшаться.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close