საზოგადოება

კაცი თავისი პენსიით საშუალოდ, 4 წელი სარგებლობს და ქალი – 17 წელი – აი, ესაა გენდერეული ნიშნით დისკრიმინაცია – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

„აი, ესაა გენდერეული ნიშნით დისკრიმინაცია, თუა:
„2020 წელს საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 წლით შემცირდა და კაცებისთვის – 69.1 წელი, ხოლო ქალებისათვის – 77.7 წელი შეადგინა”
და ამ დროს მამაკეცები პენსიაზე გადიან 65 წლის ასაკში და ქალები – 60. გამოდის, რომ კაცი თავისი პენსიით საშუალოდ 4 წელი სარგებლობს და ქალი – 17 წელი.
მესმის, რომ ქალებს უფრო მეტი პრობლემები აქვთ გენდერული ნიშნით ამ ქვეყანაში, ვიდრე კაცებს, მაგრამ საპენსიო ასაკში სხვაობა ისეთი დიდი უსამართლობაა, რომ ამაზე ვინც ხმას არ იღებთ, არ მჯერა თქვენი ბრძოლის გულწრფელობის“ – წერს მერაბ მეტრეველი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close