სხვადასხვა

რა საიდუმლოს მალავენ მილიონებად შეფასებული კვერცხები?

ეს კვერცხები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია და ფასიც ისეთი აქვთ, როგორიც ხელოვნების ნიმუშებს შეეფერება.

როტშილდ ფაბერჟეს სააღდგომო ოქროს კვერცხი – ფასი 9,6 მილიონი დოლარი

Пасхальное яйцо Фаберже. | Фото: christies.com.

2007 წელს ბრილიანტებით შემკული ფაბერჟეს კვერცხი თითქმის ათ მილიონ დოლარად გაიყიდა. რით არის ეს კვერცხი ასეთი განსაკუთრებული?
როგორც გაირკვა, საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ საათს ბრიალიანტის კვერცხიდან მამალი ხტება, რომელიც თავს აქნევს, ფრთებს შლის და ყივის. შთამბეჭდავი, არა?
ასეთი არაჩვეულებრივი საჩუქარი გადასცა ერთმა რუსულმა ოჯახმა ფრანგ არისტოკრატ ბარონ ედუარდ დე როტშილდს.

სააღდგომო კვერცხის „მირაჟი“ (5 მლნ.დოლარი)

Фантастическое пасхальное яйцо Мираж. | Фото: express.co.uk.

ხუთ მილიონ დოლარას შეფასებულ „მირაჟს“ მხოლოდ ზედა ნაწილზე ათასზე მეტი ბრილიანტი ამშვენებს, მაგრამ მისი მთავარი ღირსება ბრილიანტები კი არა, კვერცხში მოთავსებული,18 კარატიანი ოქროსგან დამზადებული გლობუსია.
გლობუსის შიგნით, ოქროს ზეთისხილის ტოტზე მთის ბროლისგან დამზადებული, ოქროს ნისკარტიანი და ბრიალიანტის თვალებიანი მტრედი ზის, რომელიც მსოფლიოში მშვიდობას განასახიერებს.
უნიკალური სააღდგომო კვერცხის შექმნაზე, რასაც სამი წელი დასჭირდა, სამ კონტინენტზე საუკეთესო ოსტატები მუშაობდნენ.
„მირაჟის“ დიზაინი მანფრედ უაილდს ეკუთვნის.

 ბრილიანტის სტელა ($ 100,000)

Лучшие друзья девушек - бриллианты и шоколад. | Фото: alux.com.

ბრილიანტები და შოკოლადები გოგონების საუკეთესო მეგობრები არიან, ამიტომ შეგიძლიათ ეს კვერცხი საყვარელ გოგონას შეუძინოთ. 2006 წელს გაკეთებული შოკოლადის კვერცხი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სააღდგომო ნუგბარია. რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა? იმაში, რომ სამოცდახუთსანტიმეტრიანი კვერცხი ასობით ულამაზესი ბრილიანტითაა შემკული, რომელთაგან თითოეული დაახლოებით, 0,5 კარატია.

სააღდგომო კვერცხი ოქროს ფიგურებით ($ 10,000)

Шоколадное пасхальное яйцо стоимостью 10000 долларов. | Фото: chroniclelive.co.uk.

ყველაზე ძვირადღირებული შოკოლადის კვერცხი, რომელიც ბრილიანტებით არაა გაფორმებული, უილიამ კერლიმ შექმნა.
უნიკალური კვერცხის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მის შემადგენლობაში შედის Aმადეი -ის შოკოლადი, იაპონური შავი ძმარი, მოხალული სეზამი, ლერწმის კარამელი, როზმარინი, ზეითუნის ზეთი და შავი მოცხარი. შოკოლადის შექმნაზე შვიდი ცნობილი ოსტატი მუშაობდა, რომლებსაც თავი არ დაუზოგავთ, რომ კვერცხი საკვები ოქროსგან დამზადებული ყვავილებით მოერთოთ.

სააღდგომო კვერცხი მარტორქით (25000£)

Пасхальные яйца с единорогами. | Фото: secretldn.com.

ბავშვობაში ვის არ სჯეროდა ზღაპრული არსებების, რომლებიც ღამ-ღამობით ჩვენს სიზმრებში მოდიან? სააღდგომო კვერცხების სერია, რომელიც Choccywoccydoodah– მა ქრისტინ ტეილორის ხელმძღვანელობით შექმნა, სწორედ ზღაპრული სიზმრებიდან მოსულ ფანტასტიკულ არსებებს განასახიერებს. სასაჩუქრე ნაკრები სამი კვერცხისგან შედგება, თოთოეული კვერცხის წონა კი ასი კილოგრამია და ოცდახუთი ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს.
ამ კვერცხების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ძალიან ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის ბელგიური შოკოლადისგან, მე -19 საუკუნის ტექნოლოგიითაა დამზადბული, რაც განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.

ჯეფ კუნსის ლურჯი კვერცხი (ფასი 5, 6 მილიონი დოლარი)

Легендарное голубое яйцо Джеффа Кунса. | Фото: flsunshinetravel.files.wordpress.com.

ის დღეისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სააღდგომო კვერცხად ითვლება და საკუთარი, განსაკუთრებული საიდუმლო აქვს.
მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ხელოვნების ეს ნამუშევარი დამზადებულია მინანქრით დაფარული უჟანგავი ფოლადისგან. დანარჩენი დეტალები კი ავტორის მიერ მკაცრად გასაიდუმლოებულია.
ლურჯი კვერცხი კრისტის აუქციონზე 4-5,6 მილიონ დოლარად შეაფასეს.

ოქროს ქათამი და ოქროს კვერცხი (800 000 დოლარი)

Золотая курочка  в золотом яйце. | Фото: jewellerymag.ru.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს აღდგომის განსაკუთრებული ტრადიცია, კერძოდ, დამალული კვერცხების ძებნა.
დაახლოებით ამას აკეთებდა საფრანგეთის პოლიცია 2013 წელს, როდესაც საზღვარზე გადასატანად გამზადებულ ოქროს კვერცხს ეძებდა და მიაგნო კიდეც.
დღემდე არავინ იცის საიდან გაჩნდა ასეთი ორიგინალური კვერცხი და ვინ არის მისი ავტორი.
საიუველირო ნაწარმის ფასი დაახლოებით, 800 ათასი დოლარია.

Самые дорогие пасхальные яйца в мире: Фаберже. Фото

Царские подарки: самые дорогие яйца Фаберже | Run the Jewels | Яндекс Дзен

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close