პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად, დამტკიცდა.
თამარ გაბუნია დეტალურ პრეზენტაციას გააკეთებს, თუ რა მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს გეგმა. შესაბამისად, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ რა არის ჩვენი ხედვა და როგორ მოხდება ვაქცინის შესყიდვა, ასევე, რომელი ტიპის ვაქცინები იქნება არჩეული და შემოტანილი საქართველოში. შემდეგ ჩვენი ცივი ჯაჭვების საშუალებით როგორ მოხერხდება სხვადასხვა ვაქცინის როგორც ლოჯისტიკა, ასევე მოსახლოების ფენებამდე მიტანა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.