საზოგადოება

საქართველო კორონავირუსის ვაქცინაში 64-დან 158 მილიონამდე ლარს გადაიხდის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის შეფასებული მინიმალური ღირებულება 64 მილიონი ლარია, მაქსიმალური — 158 მილიონი ლარი. ფასებს შორის განსხვავებას ის ამა თუ იმ ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას უკავშირებს.

“ნაწილი თანხის ბიუჯეტიდან კოვაქსის პლატფორმაში გადახდილია, რაც ჩვენ მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციის გარანტიას გვაძლევს, თუმცა დამატებით იქნება კიდევ საჭირო რესურსი და მობილიზებული უკვე ეს რესურსი სხვადასხვა წყაროდან. ერთ-ერთი არის ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულება, რაც ძალიან მალე ამოქმედდება”, — განაცხადა გაბუნიამ.

on.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close